ლარისა ეფიმოვნა შეპიტკო (რუს. Лари́са Ефи́мовна Шепи́тько; უკრ. Лариса Юхимівна Шепітько; დ. 6 იანვარი, 1938, არტემოვსკი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი2 ივლისი, 1979, ტვერის ოლქი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი) — საბჭოთა რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი.

ლარისა შეპიტკო
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1938
ბახმუტი (დონეცკის ოლქი), უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1979 (41 წლის)
ტვერის ოლქი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა
საქმიანობა სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი
აქტიური 1956-1979

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

შეპიტკო 1938 წლის 6 იანვარს არტემოვსკში (ბახმუტი) დაიბადა. 1954 წელს ლვოვში სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი მოსკოვში, გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფის ინსიტუტში დაიწყო სწავლა. იგი ალექსანდრ დოვჟენკოს მოსწავლე 18 თვის განმავლობაში, დოვჟენკოს გარდაცვალებამდე იყო (1956). შეპიტკომ ინსტიტუტში სწავლა 1963 წელს დაასრულა.

პირველი ფილმი გადაიღო 1963 წელს, 22 წლის ასაკში, სახელწოდებით „სიცხე“. ფილმი მოგვითხრობს 1950-იანებში ცენტრალურ აზიაში დასახლებული ფერმერების საზოგადოებაზე. ფილმის მონტაჟში მას დაეხმარა ელემ კლიმოვი, რომელიც თავადაც ინსტიტუტის სტუდენტი იყო. 1963 წელს ისინი დაქორწინდნენ, ხოლო 1973 წელს შვილი, ანტონი შეეძინათ.

კინო-კარიერარედაქტირება

შეპიტკომ თავისი პირველი ფერადი ფილმი 1969 წელს გადაიღო, სახელწოდებით „13 საათზე“, რომელშიც მთავარ როლებს ვლადიმირ ბასოვი, გეორგ ვიცინი, სპარტაკ მიშულინი და ანატოლი პაპანოვი ასრულებენ.

შეპიტკოს მესამე ფილმი იყო „მე და შენ“ (1971). ეს იყო მისი მეორე და ბოლო ფერადი ფილმი. იგი ვენეციის კინოფესტივალზე დადებითად მიიღეს, თუმცა საერთაშორისო აღიარება არ მოუპოვებია.

1977 წელს გადაიღო ფილმი „ასვლა“, რომელმაც იგი დასავლეთის საზოგადოებას გააცნო. მსახიობებისთვის, ბორის პლოტნიკოვისთვისა და ვლადიმირ გოსტიუკინისთვის ეს პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო. ამ ფილმში შეპიტკო მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიებზე, კონკრეტულად კი ბელარუსიელ პარტიზანებზე მოგვითხრობს. „ასვლამ“ 1977 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“ მოიპოვა.

ლარისა მეგობრობდა ისეთ დასავლური კინოს ისეთ ცნობილ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან ფრენსის კოპოლა, ბერნარდო ბერტოლუჩი, ლაიზა მინელი.

გარდაცვალებარედაქტირება

შეპიტკო 1979 წლის 2 ივლისს ავტო-ავარიაში დაიღუპა თავის გადამღები ჯგუფის ოთხ წევრთან ერთად. შეპიტკომ ვერ მოასწრო თავისი ფილმის გადაღება, სახელწოდებით „მშვიდობით“. ის იყო ვალენტინ რასპუტინის რომანის ადაპტაცია. შეპიტკოს ქმარმა, რეჟისორმა ელემ კლიმოვმა, დაასრულა ფილმის გადაღება. 1980 შექმნა 25 წუთიანი მიძღვნა შეპიტკოს მიმართ, რომელსაც „ლარისა“ დაარქვა.

ფილმოგრაფიარედაქტირება

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1963 „სიცხე“ Зной რეჟისორი, სცენარისტი
1966 „ფრთები“ Крылья რეჟისორი, სცენარისტი
1971 „მე და შენ“ Ты и я რეჟისორი, სცენარისტი
1976 „ასვლა“ Восхождение რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება