ლარგვისის ზატიკიXV საუკუნის ქართული ხელნაწერი ლიტურგიკული წიგნი, რომელიც შეიცავს აღდგომის პერიოდის საგალობლებს. გადაწერილია კალიგრაფი ბარნაბას მიერ შალვა ერისთავის დაკვეთით.

მინიატიურა ლარგვისის ზატიკიდან

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 175 ფურცელს, რომელთა ზომებია 25,6X20,2 სანტიმეტრი. მოხატულია თავსამკაულებით, საზედაო ასოებითა და მინიატიურებით, რომლებზეც საუფლო დღესასწაულების სცენებია გამოსახული.

ლარგვისის ზატიკი დღეს ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-25).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 82