ლამანტინისებრნი (Manatidae ან Trichechidae) — წყლის ძუძუმწოვრების ოჯახი სირენების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 4 მეტრს, მასა კი 360 კილოგრამს აღწევს. აქვთ უხეში და ნაოჭიანი უბალნო კანით დაფარული თითისტარისებური სხეული, კუდის მომრგვალო ფარფლი. ყურის ნიჟარები და უკანა კიდურები არ გააჩნიათ. წინა კიდურები გადაქცეული აქვთ მკერდის ფარფლებად. მსხვილი დინგის ბოლოს წყვილი ნესტო მხოლოდ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს იხსნება. ლამანტინისებრნი იკვებებიან წყლის მცენარეულობით. შეიცავენ ერთი გვარის — ლამანტინის (Trichechus) სამ სახეობას:

ლამანტინისებრნი
ამერიკული ლამანტინი (Trichechus manatus)
ამერიკული ლამანტინი (Trichechus manatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  სირენები
ოჯახი:  ლამანტინისებრნი
ლათინური სახელი
Manatidae ან Trichechidae

აქტიური არიან დილით, საღამოსა და ღამით. მაკეობა 5-6 თვე გრძელდება, შობენ ერთ ნაშიერს. გემრიელი ხორცი აქვთ. ტყვეობას კარგად იტანენ, მაგრამ ცუდად მრავლდებიან.

ლიტერატურა

რედაქტირება