ლამაზფეხა აბლაბუდიანი სოკო

ლამაზფეხა აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius calochrous) — სოკოს სახეობა. ქუდი — 4-6 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, სადა, ლორწოვანი ზედაპირით, ჯერ ლიმონისფერ-ყვითელია, შემდეგ კი — შუაში ნარინჯისფერ-ყვითელი ან ჟანგისფერი; ზოგჯერ კიდეებთან მომწვანო ელფერი გადაჰკრავს.

ლამაზფეხა აბლაბუდიანი სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
სახეობა:  ლამაზფეხა აბლაბუდიანი სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius calochrous

რბილობი — მოთეთროა, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე.

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან ტყეში შემოდგომით. საჭმელად არ გამოიყენება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 187, ISBN 99940-856-1-1.