ლაკოს ხევის ნაციხარი
არქეოლოგიური ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში.
ლაკოს ხევის ნაციხარი — არქეოლოგიური ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. ციხე აგებული იყო მდინარე კაბალის (ისტორიული ნეინის) მარჯვენა შენაკად ლაკოს ხეობაში, ხერთვისიდან 1 კილომეტრში, მთის კონცხზე. ციხე დაახლოებით 400 კვადრატული მეტრის ფართობის იყო. ნაგები იყო ადგილობრივი კლდის ქვით საკმაოდ მაგარ კირ-დუღაბზე. ციხეს მისასვლელი დასავლეთიდან ქონდა, საიდანაც ის გამაგრების დამატებითი სისტემით ხელოვნური თხრილითაა დაცული. მისი ფუნქცია კაბალის ხეობის და ამ ხეობიდან დაღესტანში გადასასვლელი გზის კონტროლი უნდა ყოფილიყო. ამჟამად ციხე მხოლოდ ზეძირკვლის დონეზეა შემორჩენილი და მის მახასიათებლებზე მსჯელობა არქეოლოგიური გათხრების გარეშე შეუძლებელია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38183