ლადოგური სიგი (ლათ. Coregonus lavaretus baeri) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. წარმოადგენს ჩვეულებრივი სიგის ქვესახეობას. ბინადრობს ლადოგის ტბის აუზში. შედარებით დიდი თავი აქვს. გამსვლელი (ტბიურ-მდინარეული) ფორმაა. სქესობრივად მომწიფებული თევზის სიგრძეა 43–55 სმ, საშუალოდ დაახლოებით 50 სმ, საშუალო წონა 0,5–1 კგ, თუმცა გვხვდება ეგზემპლარები წონით 2–3,2 კგ. ქვირითის დასაყრელად მდინარეებში ადის.[1] ბინადრობს ლადოგის ტბის სამხრეთ ნაწილში, დიდწილად მის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში ვოლხოვისა და სვირის უბეების წინ. საქართველოში მოშენებული იქნა ტაბაწყურის ტბაში.[2] ნ. ნინუას მონაცემებით ზრდასრული სიგის საკვებს ზოოპლანქტონთან ერთად, წარმოადგენენ ბენთოსური ორგანიზმები: გვერდულები, წურბლები, ლოკოკინები, ასევე თევზის ქვირითი და ბაყაყები.[3]

ლადოგური სიგი

ლადოგური სიგი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  სიგი
სახეობა:  ჩვეულებრივი სიგი
ქვესახეობა:  ლადოგური სიგი
ლათინური სახელი
Coregonus lavaretus baeri

სქოლიო რედაქტირება