კჰაო-სამ-როი-იოტის ეროვნული პარკი

კჰაო-სამ-როი-იოტის ეროვნული პარკი (ტაი: เขาสามร้อยยอด) — საზღვაო ეროვნული პარკი ტაილანდში, პრაჩუაპქირიქანის პროვინციის კუი ბურის რაიონში.[1] ეროვნული პარკის ფართობი 98.08 კმ²-ია,[2] რომლის 20.88 კმ² საზღვაო სივრცეა. ეროვნული პარკი 1966 წელს დაარსდა და ტაილანდი პირველი სანაპირო ეროვნული პარკი იყო. პარკი მოიცავს ტაილანდში მტკნარი წყლის უდიდეს მარშებს.[3]

კჰაო-სამ-როი-იოტის ეროვნული პარკი

ეტიმოლოგია რედაქტირება

 
ბანგ პუს სანაპიროს ნიშანი

კჰაო-სამ-როი-იოტი ეტიმოლოგიური წარმოშობა უცნობია. ადგილობრივთა გადმოცემით, იგი „300 მწვერვალის მთას“ ნიშნავს. მეორე ვერსიით, ეროვნულ პარკს სახელი ეწოდა ადგილობრივი მცენარის, სამ როი იოტის მიხედვით. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ჩინური ჯონკას ჩაძირვის შემდეგ 300-მა გადარჩენილმა თავი კუნძულს შეაფარა და სახელწოდებაც სწორედ აქედან წარმოდგება.[2] [1][4]

გეოგრაფია რედაქტირება

ტაილანდის ყურის სანაპიროს გასწვრივ ტენასერიმის მთიანეთი კირქვოვან მთებს მოიცავს, რომლის უმაღლესი მწვერვალიც კჰაო კრაჩომი, ზღვის დონიდან 605 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთებს შორის მტკნარი წყლის მარშია. მარშების ნაწილი კრევეტების ფერმებადაა მოწყობილი. 69 კმ²-დან ეროვნული პარკის შემადგენლობაში მხოლოდ 35 კმ²-ია მოქცეული. ეროვნული პარკის მარშებიდან 18 კმ² რამსარის კონვენციაშია დეკლარირებული.

 
კჰაო-სამ-როი-იოტის ლანდშაფტი

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თეთრი ქვიშის ორი სანაპირო: ლაემ სალა და სამ ფრაია მდებარეობს. ლაემ სალა პარკის შტაბ-ბინიდან 17 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სანაპიროე მოხვედრა სოფელ ბან პუ დან ნავით ან კლდეე ცოცვითაა შესაძლებელი.

პარკი ჰუა ჰინის რაიონის სამხრეთიდან დაახლოებით 58 კმ-ითაა დაშორებული.

ფრაია ნახონის გამოქვაბული რედაქტირება

ფრაია ნახონის გამოქვაბული (ถ้ำพระยานคร) ლაემ სალას სანაპიროდან დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და პარკის შტაბ-ბინიდან 17 კმ-თაა დაშორბეული. ვიზიტორებს მღვიმეში მოხვედრა ნავით ან ტიანის მთაზე ცოცვით შეუძლიათ. მღვიმე ცნობილია იმით, რომ იქ მეფე რამა V იმყოფებოდა.[2]

 
პავილიონი ფრია ნახონის გამოქვაბულში

მთის ძირში წყაროა, რომელსაც ფრაია ნახონის წყარო ეწოდება. წყარო ტრაპეზოიდის ფორმის გამომწვარი აგურებისგანაა აგებული.

ფრაია ნახონი დიდი მღვიმეა, რომელიც ჭერში არსებული ხვრელიდან ჩამომავალი მზის შუქითაა განათებული. ხვრელის თავზე ვის ხიდია, რომელსაც „სიკვდილის ხიდი“ ეწოდება, რადგანაც ბევრი გარეული ცხოველი მასზე გადასვლისას მღვიმეში ვარდება.

მღვიმის შიგნით მდებარეობს პავილიონი, რომელიც მეფე რამა V-მ 1890 წელს ააგო. კონკრეტულ დროებში მზე პირდაპირ პავილიონს ანათებს. პავილიონი პრაჩუაპ კჰირი კჰანის პროვინციის სიმბოლოა. შემდეგში ამ ადგილს მეფე ვაჯირავუდი და მეფე პუმიპონ ადულიადეტიც სტუმრობდნენ.

კლონგ კჰაო დაენგი რედაქტირება

კლონგ კჰაო დაენგი 4 კმ-ის სიგრძის მდინარეა, რომელიც მანგროს ტყეების სიღრმეებში მიედინება და მის შესართავში მტკნარი წყალი და ზღვის ამრილიანი წყალი ეჯახება ერთმანეთს. მაგროს ტყეები შედგება ნაცრისფერი მანგროს samae thalay, ნამდვილი მანგროს (kongkang bai lek), წითელი მაგროსა (kongkang bai yai ) და chakhram-საგან.[2]

ისტორია რედაქტირება

 
მანგროს ტყეები

კჰაო-სამ-როი-იოტის ტერიტორიაზე 1868 წლის 18 აგვისტოს მზის სრული დაბნელების სანახავად მეფე მონგკუტმა ევროპელ სტუმრებს უმასპინძლა. მეფე ასტრონომიით იყო დაინტერესბული და ეკლიფსის თარიღი და ადგილი თავად გამოიანგარიშა. სავარაუდოდ, ამ ღონისძიების დროს მეფე მალარია შეეყარა და 1 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ეროვნული პარკი 1966 წლის 28 ივნისს დაარსდა[5] და 1982 წლის 1 აპრილს გაფართოვდა.[6]

ლეგენდა რედაქტირება

ტაის ფოლკლორის მიხედვით, ტაილანდის ყურის დასავლეთ სანაპიროზე გიგანტი მონგ ლი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ქალიშვილის ხელს ჩაო ლაის და ჩინეთის იმპერატორს დაჰპირდა. მას შემდეგ რაც ქალიშვილმა ქორწინების ასაკს მიაღწია, ორივე საქმრო ერთსა და იმავე დროს გამოცხადდა. მონგ ლიმ ქალიშვილი ორად გააპო. ჩაო ლაიმ საკუთრი თავი მთად აქცია, ხოლო ბუდისტი ბერის ხილის კალათი კჰაო სამ როი იოტად იქცა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Denis Gray, Collin Piprell, Mark Graham: National Parks of Thailand. Communications Resources Ltd., Bangkok 1991, ISBN 974-88670-9-9

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Khao Sam Roi Yot National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2015. ციტირების თარიღი: 14 August 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Svasti, Pichaya (21 June 2018). „Close to Nature“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 21 June 2018.
  3. Jewett, Katie (6 December 2016). „Fishing-Cat's Cradle“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 6 December 2016.
  4. Khao Sam Roi Yot National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 6 November 2016.
  5. พระราชกฤษฎีกากำหนดบริเวณที่ดินป่าเขาสามร้อยยอด ในท้องที่ตำบลสามร้อยยอด ตำบลศิลาลอย อำเภอปราณบุรี และตำบลสามกระทาย ตำบลดอนยายหนู ตำบลเขาแดง อำเภอกุยบุรี จังหวัดประจวบคีรีขันธ์ ให้เป็นอุทยานแห่งชาติ พ.ศ. ๒๕๐๙ (PDF). Royal Gazette (Thai). 83 (53 ก): 420–423. 28 June 1966.
  6. พระราชกฤษฎีกาขยายเขตอุทยานแห่งชาติป่าเขาสามร้อยยอด ในท้องที่ตำบลสามร้อยยอด ตำบลศิลาลอย ตำบลไร่เก่า อำเภอปราณบุรี และตำบลสามกระทาย ตำบลดอนยายหนู ตำบลเขาแดง อำเภอกุยบุรี จังหวัดประจวบคีรีขันธ์ พ.ศ. ๒๕๒๕ (PDF). Royal Gazette (Thai). 99 (46 ก special): 5–8. 1 April 1982.