კუსკატლანის დეპარტამენტი

კუსკატლანი (ესპ. Cuscatlán) — სალვადორის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. შედგება 16 მუნიციპალიტეტისგან.

დეპარტამენტი
კუსკატლანის დეპარტამენტი
Departamento de Cuscatlán
დროშა

ქვეყანა სალვადორის დროშა სალვადორი
ადმ. ცენტრი Cojutepeque
შიდა დაყოფა Cojutepeque, Candelaria, El Carmen, El Rosario, Monte San Juan, Oratorio de Concepción, San Bartolomé Perulapía, San Cristóbal, San José Guayabal, San Pedro Perulapán, San Rafael Cedros, San Ramón, Santa Cruz Analquito, Santa Cruz Michapa, Suchitoto და Tenancingo
კოორდინატები 13°43′00″ ჩ. გ. 88°56′00″ დ. გ. / 13.71667° ჩ. გ. 88.93333° დ. გ. / 13.71667; -88.93333
დაარსდა 22 მაისი, 1835[1]
ფართობი 756,19 კმ²
მოსახლეობა 377 141 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 286,3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC−6

დეპარტამენტის ფართობი 756,19 კმ²-ია და ამ მხრივ უმცირესია სალვადორში, მოსახლეობა — 377 141 ადამიანს შეადგენს (2006 წ).

კუსკატლანი ადგილობრივ მოსახლეთა სახელი იყო, რომელიც სალვადორის დასავლეთ ნაწილში სახლობდა. მათ ენაზე ეს სახელი „ძვირფასი ქვების მიწას“ ნიშნავს. დეპარტამენტი 1835 წლის 22 მაისს შეიქმნა.

დეპარტამენტის პირველი დედაქალაქი იყო სუჩიტოტო, მაგრამ 1861 წლის 12 ნოემბერს, ეს სტატუსი კოხუტეპეკესს გადაეცა.

კუსკატლანი აწარმოებს ხილს, თამბაქოს, შაქრის ლერწამს, ყავას და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. http://hdl.handle.net/10972/1621 — 1855.