მთავარი მენიუს გახსნა

კურტ ტუხოლსკი (გერმ. Kurt Tucholsky; დ. 9 იანვარი 1890, ბერლინი, — გ. 21 დეკემბერი 1935, გეტებორგი) — გერმანელი ჟურნალისტი და მწერალი. იგი მოღვაწეობდა ასევე ფსევდონიმებით: კასპარ ჰაუზერი, პეტერ პანტერი, თეობალდ თიგერი და იგნაც ვრობელი. ტუხოლსკი ვაიმარის რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს პუბლიცისტებს მიეკუთვნება. 

კურტ ტუხოლსკი
TucholskyParis1928.jpg
დაბ. თარიღი 9 იანვარი 1890(1890-01-09)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [5] [5] [7]
დაბ. ადგილი ბერლინი[8]
გარდ. თარიღი 21 დეკემბერი 1935(1935-12-21)[8] [1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [5] [5] [7] (45 წლის)
გარდ. ადგილი გეტებორგი
ფსევდონიმი Kaspar Hauser, Peter Panter, Theobald Tiger და Ignaz Wrobel
საქმიანობა ჟურნალისტი, პოეტი ადვოკატი, სატირიკოსი, პოეტი, მწერალი და იურისტი
ენა გერმანული ენა[1]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
ალმა-მატერი ჟენევის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი და Französisches Gymnasium Berlin
Magnum opus შლოს გრიფსჰოლმი
მეუღლე ელზე ვეილი და მერი ჯეროლდი
პარტნიორ(ებ)ი ლიზა მათიასი
ხელმოწერა Kurt Tucholsky Signature.svg
საიტი tucholsky-gesellschaft.de

კურტ ტუხოლსკი იყო პოლიტიკურად აქტიური ჟურნალისტი და ყოველკვირეული ჟურნალის „Die Weltbühne“-ის დამაარსებელი, ამავდროულად სატირიკოსი, სიმღერების ტექსტების ავტორი, ლირიკოსი და კრიტიკოსი (ლიტერატურის, ფილმისა და მუსიკის განხრით). თავის თავს თვითონ განიხილავდა, როგორც მემარცხენე  დემოკრატს, სოციალისტს, პაციფისტს და ანტიმილიტარისტს.

კურტ ტუხოლსკი ბერლინ-მოაბიტში მდებარე მშობლების სახლში მოევლინა ქვეყანას 1890 წლის 9 იანვარს. მამამისი იყო ებრაელი ალექს ტუხოლსკი (1855–1905), რომელმაც 1887 წელს თავის ბიძაშვილზე დორის ტუხოსკიზე (1869–1943) იქორწინა. მათ 3 შვილი შეეძინათ: კურტი, უფროსი ვაჟი, ასევე ფრიცი და ელენი.

ტუხოლსკის განსაკუთრებულად უყვარდა და პატივს სცემდა მამას, რომელიც 1905 წელს გარდაიცვალა და მნიშვნელოვანი ქონება დაუტოვა თავის ცოლს და შვილებს. ამან საშუალება მისცა ტუხოლსკის მიეღო განათლება ფინანსური საზრუნავის გარეშე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 Тухольский Курт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.