კუნძულოვანი სახელმწიფოები

კუნძულოვანი სახელმწიფოები — ერთ ან რამდენიმე კუნძულზე მდებარე და თავისი არც ერთი რეგიონის ხმელეთით მატერიკთან დაუკავშირებელი სახელმწიფო. ამ კრიტერიუმებით კუნძულოვანი სახელმწიფოები განსხვავდებიან სანაპირო ან ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისგან (რადგან თანამედროვე მდგომარეობით არ არსებობს ისეთი კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელსაც არ ჰქონდეს ზღვაზე გასასვლელი). 2015 წლისთვის მსოფლიოს 194 დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის 47 კუნძულოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია ითვლება კონტინენტურ და არა კუნძულოვან სახელმწიფოდ, მას არ გააჩნია სახმელეთო საზღვრები, რომელიც დამახასიათებელია კუნძულოვანი სახელმწიფოებისათვის.

მსოფლიოს კუნძულოვანი სახელმწიფოები
სახმელეთო საზღვრების არმქონე სახელმწიფოები

კუნძულოვანი სახელმწიფოების ჩამონათვალი ფართობის მიხედვით რედაქტირება

სახელმწიფო ფართობი
კმ²
1 ინდონეზია 1 912 988
2 მადაგასკარი 587 041
3 პაპუა-ახალი გვინეა 462 840
4 იაპონია 377 837
5 ფილიპინები 300 000
6 ახალი ზელანდია 270 534
7 დიდი ბრიტანეთი 242 910
8 კუბა 110 860
9 ისლანდია 103 000
10 ირლანდია 70 273
11 შრი-ლანკა 65 610
12 დომინიკელთა რესპუბლიკა 48 422
13 ტაივანი[1] 36 006
14 ჰაიტი 27 750
15 სოლომონის კუნძულები 27 556
16 ფიჯი 18 367
17 აღმოსავლეთი ტიმორი 14 409
18 ბაჰამის კუნძულები 13 939
19 ვანუატუ 12 190
20 იამაიკა 10 991
21 კვიპროსი 9 251
22 ბრუნეი 5 765
23 ტრინიდადი და ტობაგო 5 128
24 კაბო-ვერდე 4 033
25 სამოა 2 831
26 მავრიკი 2 040
27 კომორის კუნძულები 1 862
28 სან-ტომე და პრინსიპი 1 001
29 კირიბატი 811
30 ტონგა 748
31 დომინიკა 746
32 ბაჰრეინი 711
33 მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 702
34 სინგაპური 683
35 სენტ-ლუსია 616
36 პალაუ 508
37 სეიშელის კუნძულები 454
38 ანტიგუა და ბარბუდა 442
39 ბარბადოსი 430
40 სენტ-ვინსენტი და გრენადინები 389
41 გრენადა 345
42 მალტა 316
43 მალდივის კუნძულები 298
44 სენტ-კიტსი და ნევისი 261
45 მარშალის კუნძულები 181
46 ტუვალუ 26
47 ნაურუ 21

სახელმწიფოები, რომელთა დედაქალაქები მდებარეობს კუნძულზე რედაქტირება

მატერიკს მიკუთვნებული ორი სახელმწიფოს — დანიის და ეკვატორული გვინეის — დედაქალაქები მდებარეობენ კუნძულებზე. ძველად ასეთ სახელმწიფოებს ასევე მიეკუთვნებოდა სიცილიის სამეფო და სარდინიის სამეფო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო; პრეტენზიას აცხადებს კონტინენტზე მდებარე ტერიტორიებზე.