როსის კუნძული

(გადამისამართდა გვერდიდან კუნძული როსი)

როსის კუნძული (ინგლ. Ross Island) — კუნძული ანტარქტიდაში, როსის ზღვაში. დედამიწის ერთ-ერთი სამხრეთი კუნძული.

როსის კუნძული
გეოგრაფია
მდებარეობა როსის ზღვა
კოორდინატები 77°30′ ს. გ. 168°00′ ა. გ. / 77.500° ს. გ. 168.000° ა. გ. / -77.500; 168.000
ფართობი 2460 კმ²
სიგრძე 69 კმ
უმაღლესი წერტილი 3794 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

გეოგრაფია რედაქტირება

ფართობი — 2460 კმ². სიგრძე — 69 კმ. თითქმის მთლიანად დაფარულია თოვლითა და ყინულით. მასზე აღმართულია ანტარქტიდის უმაღლესი მწვერვალები: ერებუსი (3794 მ) და ტერორი (3230 მ). ერებუსი — ყველაზე სამხრეთი აქტიური ვულკანია დედამიწაზე. მოქცეულია როსის ტერიტორიის ფარგლებში. კუნძულის სამხრეთ დაბოლოებაზე მდებარეობს ამერიკული ანტარქტიკული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ისტორია რედაქტირება

ანტარქტიდის რეგიონის ცნობილმა ზღვაოსანმა და მეზღვაურმა ჯეიმზ კლარკ როსმა კუნძული აღმოაჩინა 1841 წელს. მან კუნძულზე ასევე აღმოაჩინა ვულკანები და მათ თავისი გემების პატივსაცემად ერებუსი და ტერორი დაარქვა.

ტერიტორიული პრეტენზიები რედაქტირება

როსის კუნძული, მიუხედავად 1961 წლის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებისა, მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ როსის ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ახალი ზელანდია.

მოსახლეობა რედაქტირება

სეზონზე დამოკიდებულებით, კუნძულზე იმყოფება 200-დან 1000 ადამიანამდე. მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მაგრამ ბევრი მკვლევარი ცხოვრობს მსგავს პირობებში წელიწადზე მეტი ხნის პერიოდში.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

როსის კუნძული არ უნდა აგვერიოს ჯეიმზ როსის კუნძულში, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდის ნახევარკუნძულთან. ორივე კუნძულს სახელი დაერქვა ერთი და იგივე ადამიანის — ჯეიმზ კლარკ როსის პატივსაცემად, მაგრამ ისინი სხვადასხვა კუნძულებია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება