კუნლის პეპელა
კუნლის პეპელა (ლათ. Aporia crataegi) — პეპელა თეთრულასებრთა ოჯახისა. დღის პეპელათა ჯგუფი. ხეხილის მავნებელია. ადრე მას უფრო დიდი ზიანი მოჰქონდა ბაღებში, ვიდრე კომბოსტოს თეთრულას ბაღჩებში. დაწყვილებისას არახელსაყრელი ამინდების დადგომის გამო, ბოლო წლებში, კუნელის პეპელა იშვიათად შეინიშნება.
-
Aporia crataegi ♂
-
Aporia crataegi ♀