კულიკოროს რეგიონი
კულიკოროს რეგიონი (ფრანგ. Koulikoro) — რეგიონი მალიში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კულიკორო.
- ფართობი — 95 848 კმ², მოსახლეობა — 2 422 108 ადამიანი (2009 წელი).[1]
რეგიონი | |
---|---|
კულიკოროს რეგიონი ფრანგ. Koulikoro | |
ქვეყანა | მალი |
ადმ. ცენტრი | Koulikoro |
კოორდინატები | 13°56′40″ ჩ. გ. 7°37′27″ დ. გ. / 13.9447194° ჩ. გ. 7.6244389° დ. გ. |
ფართობი | 95 848 კმ² |
მოსახლეობა | 2 422 108 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 25,27 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაკულიკოროს რეგიონს დასავლეთიდან ესაზღვრება კაესის რეგიონი, აღმოსავლეთიდან სეგუს რეგიონი, სამხრეთიდან სიკასოს რეგიონი, ჩრდილოეთიდან მავრიტანია, სამხრეთ-დასავლეთიდან გვინეა. ასევე რეგიონის ანკლავია დედაქალაქის ადმინისტრაციული რაიონი ბამაკო.
კულიკოროს რეგიონი მდებარეობს მალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
კულიკოროს რეგიონში მიედინებიან მდინარეები ნიგერი, ბაულე, სანკარანი, ბაოგე, ბანი, ბაფინგი. რეგიონის სამხრეთ ნაწილში ჭარბობენ ნოტიო სავანები, ჩრდილოეთით ტიპიურია საჰელის ზონის ლანდშაფტი.
მოსახლეობა
რედაქტირებაკულიკოროს რეგიონის მოსახლეობას წარმოადგენს ბამბარას, მანდინკას და სომონოს ხალხი.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით კულიკოროს რეგიონი იყოფა 7 ოლქად:
ოლქი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[2] ად. (2009) |
---|---|---|
ნარა | 30 000 | 242 990 |
ბანამბა | 7 500 | 190 235 |
კოლოკანი | 12 000 | 233 919 |
კულიკორო | 7 260 | 211 103 |
დიოილა | 12 794 | 491 210 |
კატი | 16 897 | 948 128 |
კანგაბა | 5 500 | 100 720 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Koulikoro), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/koulikoro.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-20 დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.