კუთხე
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|კუთხე}} |
კუთხე —– გეომეტრიული ფიგურა, სიბრტყის ნაწილი, რომელიც მოქცეულია საერთო სათავის მქონე ორ განსხვავებულ სხივს შორის. საერთო სათავეს, საწყის წერტილს, რომლიდანაც ეს ორი სხივი იწყება, წვერო ეწოდება, ხოლო სხივებს – კუთხის გვერდები. კუთხე შეიძლება განლაგდეს (დაიხაზოს) სამ წერტილზე, რომელთაგან ერთი წვეროა, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის ორივე გვერდზე დევს. კუთხის აღსანიშნავად ხმარობენ ნიშანს „∠“. კუთხე, რომლის წვეროა A, ხოლო სხვადასხვა გვერდებზე დევს B და C წერტილები (იხ. სურათი), აღინიშნება ასე: ან ; მეორენაირი აღნიშვნის დროს, შუაში იწერება წვეროს აღმნიშვნელი ლათინური ასო. კუთხის სიდიდე გრადუსებით იზომება. ყოველ კუთხეს დადებითი გრადუსული ზომა აქვს. გრადუსული ზომების მიხედვით კუთხეებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:
კუთხეებირედაქტირება
კუთხეები მიხედვით შეიძლება დაიყოს გრადუსული ზომების მიხედვით
მახვილი კუთხერედაქტირება
მახვილი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90o-ზე და მეტია 0o-ზე.
ბლაგვი კუთხერედაქტირება
ბლაგვი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180o-ზე და მეტია 90o-ზე.
მართი კუთხერედაქტირება
მართი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
გაშლილი კუთხერედაქტირება
დამატებითი სხივებისგან შექმნილ კუთხეს გაშლილი კუთხე ეწოდება,მისი გრადუსული ზომა 180°ს უდრის.