კუევა-დე-ლა-კებრადა-დელ-ტოროს ეროვნული პარკი
კუევა-დე-ლა-კებრადა-დელ-ტორო (ესპ. Parque Nacional Cueva de la Quebrada del Toro) — ეროვნული პარკი ვენესუელაში. მდებარეობს ფალკონის შტატში, სიერა-დე-ფალკონის მთის მასივში, ლარა-ფალკონის ბორცვების სისტემაში, ქალაქ კოროს სამხრეთით. მოიცავს სამდინარო მღვიმეს, სადაც გაედინება დღესიათვის ცნობილი უდიდესი წყალქვეშა ნაკადი ვენესუელაში. პარკის ფართობი 48 85 კმ²-ია. ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1969 წლის 21 მაისს.
კუევა-დე-ლა-კებრადა-დელ-ტოროს ეროვნული პარკი
Parque Nacional Cueva de la Quebrada del Toro | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ვენესუელა |
უახლოესი ქალაქი | სანტა-კრუს-დე-ბუკარალი |
ფართობი | 48 85 კმ² |
დაარსდა | 1969 |
მმართველი ორგანო | ვენესულეის პარკების ეროვნული ინსტიტუტი |
პარკის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა 25 ° C — 27 ° C -ს შორის მერყეობს, ნალექიანობა 1100 — 2200 მმ.
საკმაოდ მდიდარია პარკის ფლორა, რომელიც ძირითდად შედგება გვიმრების, სოკოების, წყალმცენარეების, ბანანისებრების, ავოკადოს, ხავსების, ლეღვის და სხვადასხვა მცენარეებისგან.
მრავალგვარია პარკის ფაუნაც, რომელიც ძირითადად ფრინველებით, ძუძუმწოვრებითა და რეპტილიებითაა წარმოდგენილი.
პარკის ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმი.