კუდუგუ
კუდუგუ (ფრანგ. Koudougou) — ქალაქი ბურკინა-ფასოში.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კუდუგუ ფრანგ. Koudougou | |||
კუდუგუს სარკინიგზო სადგური | |||
| |||
ქვეყანა | ბურკინა-ფასო | ||
რეგიონი | დასავლეთ-ცენტრალური | ||
კოორდინატები | 12°15′00″ ჩ. გ. 2°22′00″ დ. გ. / 12.25000° ჩ. გ. 2.36667° დ. გ. | ||
ფართობი | 272 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 282[1] მ | ||
მოსახლეობა | 93 165 კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 342,52 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+0 | ||
სატელეფონო კოდი | +226 50 | ||
ოფიციალური საიტი | mairie-koudougou.net | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი კუდუგუ მდებარეობს ბურკინა-ფასოს ცენტრალურ ნაწილში, 75 კმ-ით დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ უაგადუგუდან. ქალაქი დასავლეთ-ცენტრალური რეგიონის და ბულკიემდეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქი დაყოფილია 10 სექტორად. 2005 წელს აქ გაიხსნა უნივერსიტეტი.
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 93 165 ადამიანს[2]. ქალაქის კომუნაში ცხოვრობს 131 825 ადამიანი (2006 წელი) და უპირატესად დასახლებულია გურუნსის და მოსის ხალხის წარმომადგენლებით[3].
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1985 | 1996 | 2005 | 2006 | 2013 |
---|---|---|---|---|
51 529 | 72 490 | 91 444 | 82 720 | 93 165 |
ეკონომიკა და ტრანსპორტი
რედაქტირებაკუდუგუს ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. ქალაქში ასევე არსებობს საფეიქრო, ბამბის გადამამუშავებელი და სასურსათო მრეწველობის მცირე საწარმოები. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აბიჯანს და უაგადუგუს. ამას გარდა, კუდუგუზე გადის საავტომობილო გზები № 13, № 14 და № 21. უაგადუგუს საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს 41 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კუდუგუს ცენტრიდან; ის ასრულებს რეგულარულ რეისებს დასავლეთი აფრიკის ბევრი დიდი ქალაქიდან, ასევე პარიზიდან და ბრიუსელიდან.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Koudougou, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Koudougou, Burkina Faso Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-01.
- ↑ Koudougou. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-07.
- ↑ Resultats préliminaires du recensement de 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-01.
- ↑ Partnerschaften. Koudougou დაარქივებული 2014-10-13 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ↑ Jumelage. Koudougou — Burkinafaso (1972) დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)