კუბინური სენდვიჩი (კუბანო) - ლორის და ყველის სემდვიჩის სახეობა, რომელიც სავარაუდოდ ჩამოყალიბდა აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ტამპას ან ქი უესტის კაფეებში, სადაც კუბინელი იმიგრანტები მუშაობდნენ. შემდეგ კუბინელმა დევნილებმა სენდვიჩი ქალაქ მაიამიში გაავრცელეს, სადაც ის ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეიცავს შემწვარ ლორს, შვეიცარიულ ყველს, პიკულებს, მდოგვს და ხანდახან სალამის კუბინურ პურში [1]. სალამის უმატებენ ტამპაში, სადაც ბევრი იტალიელი იმიგრანტი ცხოვრობს [2], სამხრეთ ფლორიდაში ჩვეულებრივად არ იხმარება. კუბინური სენდვიჩი წლების განმავლობაში მეგობრული დავის საფუძველია ტამპის და მაიამის შორის [3], რომელსაც ეხმაურებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 2012 წელს ტამპის მერიამ "ისტორიული ტამპის კუბინური სენდვიჩი" "ქალაქ ტამპის ტრადიციულ კერძადაც" გამოაცხადა [4]. ტამპაში ყოველწლიურად ტარდება კუბინური სენდვიჩის ფესტივალი და, მის ფარგლებში, საუკეთესო კუბინური სენდვიჩის კომკურსი, რომელშიც მონაწილეობენ მზარეულები ფლორიდიდან და სხვა შტატებიდან და ქვეყნებიდან.

Cuban sandwich.jpg

ისტორიარედაქტირება

კუბინური სენდვიჩის, ასევე როგორც კუბინური პურის, წარმოშობის ზუსტი ისტორია უცნობია. XIX საუკუნეში კუბიდან ფლორიდაში მოხვედრა საკმაოდ ადვილი იყო, განსაკუთრებით ტამპაში და ქი უესტში, და კუბელები ხშირად გადმოდიოდნენ სახღვარს სამუშაოდ, ოჯახის სანახავად ან უბრალოდ სიამოვნებისთვის. ეს მოგზაურობები არ იყო საფუძვლიანად დოკუმენტირებული და მათ შედეგად კულტურების შერწყმის ზუსტი მასშტაბი უცნობია. ზოგი თვლის, რომ სენდვიჩი კუბაში წარმოიშვა და გავრცელებული ლანჩი იყო კუბის დიდი ქალაქების და შემდეგ ქი უესტის სიგარების ქარხნებში. როდესაც სიგარების წარმოების ცენტრი ტამბა გახდა ქალაქში სამუშაოდ კუბინელი, ესპანელი და იტალიელი იმიგრანტების დიდი ნაკადი წამოვიდა, რამაც განაპირობა ქალაქის გაზრდა და განვითარება. კუბინური სენდვიჩის პირველი შემორჩენილი ხსენება და აღწერა ნაპოვნია ტამპის მუშების კაფეებში, რის გამოც ისტორიკოსების უმეტესობას მისი წარმოშობის ადგილად ტამპის კაფეები მიაჩნია [5]. ტამპას სენდვიჩს ზოგი ისტორიკოსი "შტატში ყველაზე გამოკვეთილ კუბინურ სენდვიჩად" უწოდებენ.


1960-იან წლებში კუბაში კომუნისტული რევოლუციის შემდეგ კუბინელი იმიგრანტების და დევნილების ნაკადი მაიამიში დასახლდა, სადაც მათი კულტურა და სამზარეულო გავრცელდა. დღეს კუბინული სენდვიჩი პოპულარულია ამერიკის სხვადასხვა ქალაქში დიდი კუბინელი მოსახლეობით.

ინგრედიენტებირედაქტირება

კუბინური სენდვიჩის ძირითად ინგრედიენტებში დიდი ვარიაცია არ არის, თუმცა გარკვეული დებატები იმაზე, თუ როგორია "ნამდვილი" კუბიმური სენდვიჩი მაინც არსებობს. ძირითადი ინგრედიენტებია შუაზე გაჭრილი კუბინური პური ცოტაოდენი კარაქით ან ზეთით და მდოგვით, პიკულები, შემწვარი ლორი და შვეიცარიული ყველი. უთანხმოების საფუძველი სალამის დამატებაა, რომელიც სავარაუდოდ იტალიელი იმიგრანტების გავლენის შედეგია. შესაძლებელია მაოონეზის, პამიდვრის და სალათის ფურცლის დამატება, მაგრამ ტრადიციების მომხრეები ასეთ ცვლილებებს არ აღიარებენ. ხანდახან მზა სენდვიჩს მსუბუქად წვავენ ხრაშუნა პურის და მდნარი ყველის მისაღებად.

მსგავსი კერხებირედაქტირება

მსგავსი სენდვიჩია მედანოჩე ("შუაღამე"), რომელიც სავარაუდოდ ჰავანას ღამის კლუბებში გაჩნდა, როგორც გვიან ღამე წასახემსებელი. ის უფრო პატარაა და უფრო რბილი, მოტკბო პურით მზადდება.

წყაროებირედაქტირება