კრონშტადტის ისტორიის მუზეუმი

კრონშტადტის ისტორიის მუზეუმი (რუს. Музей истории Кронштадта) — სახელმწიფო მუზეუმი ქალაქ კრონშტადტში. დაარსდა 1991 წელს. 2006 წლიდან მდებარეობს ქალაქის წყალგაყვანილობის ისტორიულ კოშკში, რომელიც აგებულია 1836-1839 წლებში და წარმოადგენს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მისამართი: ლენინგრადის ქუჩა, 2. 2014 წლიდან მუზეუმს მიაკუთვნეს ისტორიული ნაგებობა, რომელიც მდებარეობს მისამართზე ღუზის მოედანი, 2-ა[1].

კრონშტადტის ისტორიის მუზეუმი
59°59′12″ ჩ. გ. 29°47′28″ ა. გ. / 59.98682611° ჩ. გ. 29.79124306° ა. გ. / 59.98682611; 29.79124306
დაარსდა 1991
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დამაარსებლები ი. სპირიდონოვი
მდებარეობა კრონშტადტი
კლასიფიკაცია რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810274000
დირექტორი ე. გრიშკო
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

კოშკის შენობა რედაქტირება

ისტორია რედაქტირება

კრონშტადტის წყალგაყვანილობის კოშკის რეკონსტრუქციის პროექტი მიიღეს 1827 წელს. შენობა ააგეს წყლის ამტანი მანქანებისათვის 1837-1839 წლებში სამხედრო ინჟინერ ვ. პ. ლებედევის და ტატარინოვის პროექტის მიხედვით. მასში განათავსეს ორი ორთქლის მანქანა, თითოეულის სიმძლავრე 8 ცხენის ძალას შეადგენდა. მანქანებს აჰქონდათ წყალი რეზერვუარში, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობდა, საიდანაც წყალი მიედინებოდა ქალაქისაკენ. წყლის სათავეს წარმოადგენდა შენობის უკან მდებარე წყალსაცავი, რომელიც უკაშირდებოდა ფინეთის ყურეს. 1870-იან და 1887 წლებში კოშკის შენობას დააშენეს[2].

არქიტექტურა რედაქტირება

კოშკის შენობა აგებულია კლასიციზმის სტილში. პორტიკში ექვსი სვეტია, რომელიც ჰარმონიაშია პირდაპირ მდებარე კრონშტადტის წმინდა ელისაბედის ეკლესიასთან. მშენებლობების პროცესში შენობამ დაკარგა თავდაპირველი გუმბათი, რომლის ადგილზეც დააშენეს ზედა სართული თაღოვანი ფანჯრებით[2].

მუზეუმის ისტორია რედაქტირება

მუზეუმი შეიქმნა ლენინგრადის ქალაქის საბჭოს 1991 წლის 15 აპრილის № 273 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ქალაქის მხარეთმცოდნეობის კლუბის წევრები. მუზეუმის ძირითადი ექსპოზიცია შედგებოდა ი. სპირიდონოვის, ტ. ლაპინის, ი. მისოჩენკოს, ვ. პიროგოვის, ვ. კლიუჩნიკოვის, ლ. სერგეევისა და სხვა კრონშტადტელების დოკუმენტებისა და საგნებისაგან. მუზეუმის დამფუძნებლად ითვლება იური ივანეს ძე სპირიდონოვი (1931-1998 წწ.)[3].

ექსპოზიცია რედაქტირება

ღუზის მოედანზე მდებარე ყოფილი კაფის შენობაში განთავსებულია ექსპოზიცია „კრონშტადტის ისტორიის სამი საუკუნე“, ხოლო კოშკის შენობაში ლენინგრადის ქუჩაზე - ექსპოზიცია „ჩაძირული გემის საიდუმლო“, რომელიც ეძღვნება წყალქვეშა არქეოლოგიას. ამ ექსპოზიციაში წარმოდგენილია საგნები, რომელიც ამოღებულია ჩაძირული გემიდან პროექტის „რუსეთის წყალქვეშა მემკვიდრეობის“ ფარგლებში[4].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Д. Фазлетдинова. (2014-08-07) В конце августа откроется музей истории Кронштадта. Карповка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-19. ციტირების თარიღი: 2018-06-19.
  2. 2.0 2.1 Башня городского водопровода с флигелем - Музей истории Кронштадта. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-19. ციტირების თარიღი: 2018-06-18.
  3. Музей истории Кронштадта. museum.ru. ციტირების თარიღი: 2018-06-19.
  4. Музей истории Кронштадта, Якорная площадь, 2А. Музей истории Кронштадта. ციტირების თარიღი: 2018-06-21.