კრისხევის ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
კრისხევის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევის ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 მეტრზე, ადგილ კოშკის ძირებზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარი მთის ფერდობზრა გაშლილი. შენობათა საძირკვლები ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით ნასოფლარზე მიკვალულია წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. არქეოლოგიური მასალა დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 436-437.