კრისტიან ედუარდო საპატა ვალენსია (ესპ. Cristián Eduardo Zapata Valencia; დ. 30 სექტემბერი, 1986; პადილია, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი. თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „მილანში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ასევე შუეძლია თამაში უკანა მცველის პოზიციაზე. 2013 წლის მაისში გააფორმა კონტრაქტი „მილანთან“ 2016 წლამდე.[1]

კრისტიან საპატა
Cristián Zapata
Cristián Zapata AC Milan 2013.jpg
საპატა თამაშობს „მილანში“, 2013 წელი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კრისტიან ედუარდო საპატა ვალენსია
დაბადების
თარიღი
30 სექტემბერი, 1986 (1986-09-30) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
პადილია, კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სიმაღლე 1,87
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მილანი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
დეპორტივო კალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2005 დეპორტივო კალი 25 (0)
2005–2011 უდინეზე 168 (5)
2011–2013 ვილიარეალი 28 (0)
2012–2013   მილანი 23 (0)
2013– მილანი 93 (3)
ეროვნული ნაკრები
2007- კოლუმბია 54 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 დეკემბერი, 2017.
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ნოემბერი, 2017

საკლუბო კარიერარედაქტირება

უდინეზერედაქტირება

2005 წლის 31 აგვისტოს საპატა გადავიდა სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“ „დეპორტივო კალიდან“ თანაგუნდელ აბელ აგილართან ერთად, რომელთან ერთადაც მონაწილეობა მიიღო 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში. 2006 წლის 18 სექტემბერს მან გააფორმა ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, მისი ანაზღაურება შეადგენდა 389 000 ევროს (220 000 ევრო გადასახადების შემდეგ).[2] იმ სეზონში მან სერია ა-ში 35 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში[3] და მისმა ანაზღაურებამ შეადგინა 572 719,11 ევრო (320 000 გადასახადების შემდეგ).[2]

2007 წლის ოქტომბერში საპატამ ანდრეა დოსენასთან, რომან ერემენკოსთან და სიმონე პეპესთან ერთად გააფორმა ახალი კონტრაქტი 2012 წლის ივნისამდე.[4]

2008 წლის ინვისში საპატა დაშავდა და გაუცდა 6 თვე.[5]

ვილიარეალირედაქტირება

2010-2011 წლების სეზონის დასრულების შემდეგ საპატა აცხადებდა, რომ მისით დაინტერესებული იყო რამდენიმე ევროპული კლუბი. 2011 წლის 12 ივლისს მან გააფორმა კონტრაქტი ლა ლიგის კლუბ „ვილიარეალთან“. 17 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ახალ კლუბში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში.

მილანირედაქტირება

„ვილიარეალმა“ განაცხადა, რომ საპატამ დატოვა კლუბი და იჯარით გადავიდა „მილანში“. მანამდე „როსონერიმ“ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ კონტრაქტის გაფორმების უფლება 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ. საპატამ ახალ კლუბში აირჩია 17-ნომრიანი მაისური.

საპატას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა ესპანურ გრანდ „ბარსელონასთან“ მატჩში.

2013 წლის მაისში გახდა ცნობილი, რომ „მილანი“ საპატასთან აფორმებდა კონტრაქტს. 2013 წლის 23 მაისს, საპატამ გააფორმა კონტრაქტი 2016 წლამდე.[6][7]

სანაკრებო კარიერარედაქტირება

საპატამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის 2005 წლის 20 წლამდელთა ჩემპიონატში კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში. ასევე მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 2005 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, სადაც მისი გუნდმა მე-16 ფინალში წააგო არგენტინასთან.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 26-ე წუთზე საპატამ მიიღო ტრავმა.

ტიტულებირედაქტირება

საკლუბორედაქტირება

დეპორტივო კალი

კოლუმბიის ჩემპიონატი: (1): 2005

სანაკრებო

სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი: (1): 2005

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://es.fifa.com/worldfootball/clubfootball/news/newsid=2083685.html?intcmp=fifacom_hp_module_news
  2. 2.0 2.1 Avv. Claudio Pasqualin - Sig. Cristian Eduardo Zapata Valencia Italian. TNAS of CONI (28 July 2009). ციტირების თარიღი: 29 July 2011.
  3. 2006–07 Profile Italian. La Gazzetta dello Sport. ციტირების თარიღი: 29 July 2011.
  4. CALCIO, UDINESE: IN QUATTRO RINNOVANO FINO AL 2012“, la Repubblica, 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2010-04-09. (Italian) 
  5. Zapata, serio infortunio in Nazionale“, La Gazzetta dello Sport, 2008-06-16. ციტირების თარიღი: 2009-10-29. (Italian) 
  6. http://www.calciomercato.com/english-news/ac-milan-zapata-on-permanent-deal-juventus-real-wants-pirtlo-674671
  7. http://www.goal.com/en/news/10/italy/2013/05/23/3999312/breaking-news-ac-milan-sign-zapata-on-a-permanent-basis?source=breakingnews&ICID=HP_BN_3