კრილოვის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)

კრილოვის ძეგლი (რუს. Памятник Крылову) — ივანე კრილოვის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ქალაქის საზაფხულო ბაღში. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი. აგებულია 1855 წელს მოქანდაკე პეტრე კლდოტის მიერ. კვარცხლბეკის სიმაღლეა 3,5 მეტრი, ხოლო ძეგლის — 3 მეტრი.

კრილოვის ძეგლი
Памятник Крылову
კოორდინატები 59°56′47″N 30°20′08″E / 59.946389° ჩ. გ. 30.335556° ა. გ. / 59.946389; 30.335556
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი პეტრე კლდოტი
სიმაღლე 6,5 მ
თარიღდება 1848-1855
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810549060

ძეგლზე წარმოდგენლია მჯდომარე მეიგავარაკე. იგი არის ერთ-ერთი პირველი რუსი ლიტერატორის ძეგლი (ლომონოსოვისა და დერჟავინის ძეგლების შემდეგ) და პირველი, რომელიც დადგეს სანქტ-პეტერბურგში[1].

ისტორია რედაქტირება

ძეგლი აღმართეს ცნობილი რეფორმატორის, გენერალ იაკობ როსტოვცოვის ინიციატივითა და შემოწირულობით, რომელიც იყო ივანე კრილოვის ცხოვრების უკანასკნელი წლების მეგობარი. 1848 წელს სამხატვრო აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი მწერლის ძეგლის პროექტის შესამნელად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამ პერიოდის თითქმის ყველა წამყვანმა არქიტექტორმა. პარალელურად მიმდინარეობდა ფინანსების შეგროვება, შეაგროვეს 30 ათასი რუბლი.

კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ცნობილი მოქანდაკის ბარონ ფონ კლოდტის პროექტმა. თავდაპირველი ესკიზი ჩამოასხეს ანტიკური ხანის მონუმენტალური ტრადიციებით: ძლევამოსილი პოეტი რომაულ ტოგაში.

კლოდტმა შეადგინა მეიგავის ბრინჯაოს ფიგურა. გრანიტის კვარცხლბეკზე კი გამოსახა იმ ხალხისა და ცხოველების ბრინჯაოს ფიგურები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან კრილოვის იგავ-არაკებში.

თავად ივანე კრილოვი გამოსახულია ქვაზე მჯდომარე, რომელსაც ხელში უჭირავს კალმისტარი და რვეული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Яков Ростовцов, письмо к Жуковскому. — СПб.: «Русский Архив» за 1875 г., книга III, стр.370
  • П.А.Вяземский. «Старая записная книжка». Составление, статья и комментарий Л.Я.Гинзбург. — Л.: Издательство писателей в Ленинграде, 1927 г.
  • Путеводитель по С.-Петербургу СП «ИКАР», 1991 Репринтное воспроизведение издания 1903 года. ISBN 5-85902-065-1

სქოლიო რედაქტირება

  1. История Летнего сада დაარქივებული 2009-08-02 საიტზე Wayback Machine. на сайте Русского музея