კრასნოიარსკის წყალსაცავი

კრასნოიარსკის წყალსაცავი (რუს. Красноярское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ენისეიზე, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში. შექმნილია კრასნოიარსკის ჰესის კაშხლით. წყალსაცავი აივსო 1967-1970 წლებში. ზედაპირის ფართობი 2000 კმ², მოცულობა 73,3 კმ³, სიგრძე 388 კმ, მაქსიმალური სიგანე 15 კმ, საშუალო სიღრმე 37 მ, მაქსიმალური სიღრმე 105 მ. წყალსაცავის დონე ცვალებადობს 18 მ-ის ფარგლებში. კრასნოიარსკის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული და წყლის ტრანსპორტის განვითარების მიზნით. კრასნოიარსკის წყალსაცავს ჩაერთვის რამდენიმე დიდი მდინარე, მათ შორის: ტუბა, სისიმი, კრასნოტურანსკი და სხვა. ბევრია ყურე. კაშხალთან მდებარეობს ქალაქი დივნოგორსკი.

კრასნოიარსკის წყალსაცავი
რუს. Красноярское водохранилище

კრასნოიარსკის წყალსაცავი
კოორდინატები: 55°06′35″ ჩ. გ. 91°34′38″ ა. გ. / 55.10972° ჩ. გ. 91.57722° ა. გ. / 55.10972; 91.57722
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კრასნოიარსკის მხარე
ზღვის დონიდან 243
სიგრძე 388 კმ
სიგანე 15 კმ
ფართობი 2000 კმ²
მოცულობა 73,3 კმ³
უდიდესი სიღრმე 105
საშუალო სიღრმე 37
მდინარე ენისეი
შევსების წელი 1967-1970
ჰესი კრასნოიარსკის ჰესი
კრასნოიარსკის წყალსაცავი — რუსეთი
კრასნოიარსკის წყალსაცავი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება