კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია
კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია, კადეტები — პოლიტიკური პარტია რუსეთის იმპერიაში. არსებობდა 1905-1917 წლებში.
რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია | |
---|---|
Конституционно-демократическая партия | |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | პავლე მილიუკოვი |
ისტორია | |
დამფუძნებელი | პავლე მილიუკოვი |
დაფუძნდა | ოქტომბერი, 1905 |
დაიშალა | დეკემბერი, 1917 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსტიტუციური მონარქია პარლამენტარიზმი კონსერვატიული ლიბერალიზმი |
შტაბ-ბინა | სანკტ-პეტერბურგი |
ისტორია
რედაქტირებაპარტია შეიქმნა 1905 წლის რევოლუციის დროს, 1905 წლის ოქტომბერში. მისი თვალსაჩინო წევრები იყვნენ: მილიუკოვი, მაკლაკოვი, სტრუვე და სხვები. მათი პროგრამა ითვალისწინებდა რუსეთში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებას არჩევითი პარლამენტით და პიროვნების პოლიტიკური თავისუფლებებით, ასევე უმიწო გლეხებისთვის მიწების გადაცემას საუფლისწულო, სახელმწიფო და საეკლესიო მიწების ხარჯზე. კადეტები ემხრობოდნენ დაქირავებით დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, 8-საათიანი სამუშაო დღის ეტაპობრივ შემოღებას, ეროვნულ საკითხში მხარს უჭერდნენ ენათა თავისუფლებას, იმპერიის ფარგლებში უშვებდნენ პოლიტიკურ და ფინანსურ ავტონომიას. კადეტების მთავარი ხაზი რუსეთის მშვიდონიანი, არარევოლუციური განვითარება იყო. მათ მხარი დაუჭირეს 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტს. მათ უმრავლესობა ჰქონდათ პირველი მოწვევის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმაში. კადეტების პოლიტიკამ გაუადვილა მთავრობას სათათბიროს II მოწვევს დათხოვნა. ამან დასცა მათი ავტორიტეტი ხალხში. III სათათბიროში კადეტებს მხოლოდ 54 დეპუტატი ჰყავდათ. IV სათათბიოში კადეტები უფრო მემარცხენე პოზიციებზე იდგნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს კადეტებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მთავრობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ კადეტები აქცია წამყვან ძალად დროებით მთავრობაში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა კადეტები ხალხის მტრებად გამოაცხადეს მათი საქმიანობა აკრძალეს. კადეტები იატაკქვეშა მუშაობაზე გადავიდნენ. 1921 წელს, პარიზში კადეტთა ყრილობაზე განხეთქილება მოხდა, რითაც დასრულდა პარტიის არსებობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 295.