კონსტანცა პორტუგალიელი

კონსტანცა პორტუგალიელი (პორტ. Constança de Portugal, ესპ. Constanza de Portugal; დ. 3 იანვარი, 1290 — გ. 18 ნოემბერი, 1313) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე დინიშ I-ისა და დედოფალ ისაბელ არაგონელის უფროსი ასული. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1302-12 წლებში როგორც ფერდინანდ IV-ის მეუღლე. მეფე ალფონსო XI-ის დედა.

კონსტანცა პორტუგალიელი
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 23 იანვარი, 1302
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი, 1312
წინამორბედი: მარია დე მოლინა
მემკვიდრე: კონსტანცა მანუელა დე ვილენა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 იანვარი, 1290
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1313, (23 წლის)
გარდ. ადგილი: საახუნი, კასტილია
დაკრძ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
მეუღლე: ფერდინანდ IV, კასტილიის მეფე
შვილები: ლეონორი, არაგონის დედოფალი
ალფონსო XI, კასტილიის მეფე
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: დინიშ I, პორტუგალიის მეფე
დედა: ისაბელ არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანცა დაიბადა 1290 წლის 3 იანვარს კოიმბრაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე დინიშ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ისაბელ არაგონელის პირველი შვილი. მას სახელი ბებიის, არაგონის დედოფალ კონსტანცა სიცილიელის პატივსაცემად დაარქვეს. უკვე 1291 წელს, დინიშ I-მა კასტილიასთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ ჩვილი კონსტანცა უნდა გამხდარიყო ინფანტ ფერდინანდის მომავალი მეუღლე. მომდევნო წლები საქორწინო სამზადისი მიმდინარეობდა. 1302 წელს, ვალიადოლიდში შედგა კონსტანცა პორტუგალიელისა და უკვე კასტილიის მეფე ფერდინანდ IV-ის ქორწინება, რითაც იგი დედოფალი გახდა.

კასტილიაში ახალგაზრდა დედოფალი თავით გადაეშვა ინტრიგებისა და შეთქმულებების ქსელში. ამასთან, იგი ზუსტად ასრულებდა იმ მითითებებს, რომელიც პორტუგალიაში მისცეს. იგი თავის, როგორც დედოფლის ყველა მოვალეობას ასრულებდა და მეფეს სამი შვილიც გაუჩინა. ფერდინანდ IV 1312 წელს, 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, რა დროსაც მეფე მათი ერთი წლის ვაჟი ალფონსო XI გახდა. ამას სამეფო კარზე დიდი ბრძოლა მოჰყვა მეფის რეგენტობისათვის, სადაც კონსტანცაც აქტიურად იყო ჩაბმული. თუმცა, ქმრის გარდაცვალებიდან მალევე, 1313 წლის 18 ნოემბერს 23 წლის კონსტანცა პორტუგალიელი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ვალიადოლიდში, ქმრის გვერდით.

  1. ლეონორი (1307-1359), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ალფონსო IV-ს, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
  2. კონსტანსია (1308-1310), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ალფონსო XI (1311-1350), კასტილიისა და ლეონის მეფე 1312-50 წლებში, პირველად იქორწინა კონსტანცა პანაფიელზე, რომელსაც მალევე გაეყარა და ცოლად მარია პორტუგალიელი შეირთო, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა, თუმცა საყვარლისგან ჰყავდა ათი უკანონო შვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Coria Colino, Jesús J. (1999). Reinado de Fernando IV (1295-1312), 1ra. edición (in Spanish). Palencia: Aretusa. ISBN 84-605-9954-X.
  • Fernández Peña, María Rosa (2006). La Iglesia española y las instituciones de caridad, 1ra. edición (in Spanish). Madrid: Ediciones escurialenses. pp. 883–898. ISBN 84-89788-16-2.
  • Gaibrois Riaño de Ballesteros, Mercedes (1967). María de Molina, tres veces reina (in Spanish). Madrid: Espasa Calpe. Colección Austral nº 1411. OCLC 470262789.
  • González Mínguez, César (1995). Fernando IV, 1295-1312, 1ra. edición (in Spanish). Palencia: La Olmeda. ISBN 84-8173-027-0.
  • Loayza, Jofré de (1982). Crónicas de los Reyes de Castilla Fernando III, Alfonso X, Sancho IV y Fernando IV (1248-1305), 2da. edición (in Latin and Spanish). Murcia: Academia Alfonso X el Sabio, Colección Biblioteca Murciana de bolsillo Nº 27. ISBN 84-00-05017-7.