კონსტანტინე შარვაშიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

კონსტანტინე გიორგის ძე შარვაშიძე (დ. 1813 — გ. 1883) — აფხაზი საზოგადო მოღვაწე. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ძმა და ცნობილი მხატვრის ალექსანდრე შარვაშიძის მამა.

ბიოგრაფია რედაქტირება

1827-1831 წლებში პეტერბურგში ვაჟთა კორპუსში სწავლის პერიოდში გაეცნო დეკაბრისტების იდეებს, მოწინავე რუსულ და ევროპულ კულტურას, დაუახლოვდა პეტერბურგში მცხოვრებ და იქ მოსწავლე პროგრესულად მოაზროვნე ქართველ ახალგაზრდობას. მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო მეფის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ 1832 წლის შეთქმულებაში. 1862 წელს შარვაშიძე მონაწილეობდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ ი. ბარტოლომეის თავჯდომარეობით შექმნილ აფხაზურ ანბანისა და სასკოლო წიგნების შემდგენელ კომისიაში. აფხაზური ანბანი გამოვიდა თბილსში 1865 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება