კონსტანტინე საბახტარაშვილი

კონსტანტინე (კოწია) საბახტარაშვილი (დ. თებერვალი, 1884, ფოთი — გ. 21 ივლისი, 1938, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

კონსტანტინე საბახტარაშვილი
დაბადების თარიღი 1884
დაბადების ადგილი ფოთი
გარდაცვალების თარიღი 21 ივლისი, 1937(1937-07-21)

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე (კოწია) საბახტარაშვილი დაიბადა 1884 წლის თებრვალში, ქ. ფოთში. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] აქტიურად მონაწილეობდა ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ წრეებთან არაოფიციალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.