კონვერსიული აშლილობა

კონვერსიული აშლილობა — ისტერია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. დიდი წვლილი ფრანგ მეცნიერებს მიუძღვით. შემდეგ ზიგმუნდ ფროიდმა იხმარა ტერმინი „კონვერსია“, რომელიც მოიცავდა თანამედროვე წარმოდგენას იმის შესახებ, რომ პაციენტისთვის მიუღებელი ფსიქიკური მდგომარეობანი ნეიტრალდება სომატურ (ფიზიკურ) ჩივილებად მათი გარდაქმნის შედეგად.

კლინიკური სურათი რედაქტირება

კონვერსიული აშლილობის კლინიკური სურათის გამოვლენა ნაირსახოვანი და ცვალებადია. ავადმყოფს ახასიათებს გუნება-განწყობის ხშირი, ადვილი და სწრაფი ცვლა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, ჭირვეულობა, ეგოცენტრიზმი, ექსტრავაგანტურობა, ავადმყოფურად ძლიერი ფანტაზია, თვითშთაგონება. ასეთი პიროვნება ცდილობს განაცვიფროს ირგვლივმყოფნი და მათი ყურადღების ცენტრში იყოს ხშირად იმპულსურად იქცევა, ემოციებს გადაჭარბებული თეატრალური ფორმით გამოხატავს.

ხშირია სომატოფორმული აშლილობისათვის დამახასიათებელი - კუჭ-ნაწლავის (ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, უსიამოვნო გემო პირში), გულ-სისხლძარღვთა (ქოშინი დაძაბვის გარეშე, ტკივილი გულმკერდის არეში), შარდ-სასქესო (ხშირი შარვა) დაავადებათა სიმპტომები.

კონვერსიულ აშლილობათაგან თავს იჩენს ერთი ან მეტი ნევროლოგიური სიმპტომი, რომლებიც ნებითი მოძრაობისა და მგრძნობელობის დარღვევებს უკავშირდება. გარდა ამისა, ვითარება კრუნჩხვითი გულყრები გონების დააუკარგავად, მოტორული აღგზნების ქარიშხალი, ტრიმზი (საღეჭი კუნთების სპაზმი), ყრუ-მუნჯობა.

აღნიშნული სიმპტომები არ არის განზრახ გამოწვეული (სიმულირებული). მათი არსებობა უშუალოდა არის დაკავშირებული ფსიქოლოგიურ კონფლიქტთან ან სტრესულ ფაქტორებთან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015