„კოლოკოლ“ — პირველი რუსული რევოლუციური გაზეთი; გამოდიოდა 1857–1865 წლებში ლონდონში, 1865–1867 წლებში — ჟენევაში რუსულ და ფრანგულ ენებზე. გამოსცემდნენ ალექსანდრე გერცენი და ნიკოლოზ ოგარიოვი. პირველ ხანებში „კოლოკოლი“ „პოლიარნაია ზვეზდას“ დამატებით ფურცლად ითვლებოდა, მაგრამ მალე იგი სათავეში ჩაუდგა ცენზურაგაუვლელ საერთო დემოკრატიულ ბეჭვდით სიტყვას. „კოლოკოლი“ მტკიცედ გაემიჯნა ლიბერალებს და მთლიანად რევოლუციურ-დემოკრატიულ პოზიციებზე დადგა. 1859–1861 წლებში „კოლოკოლის“ კორესპონდენტები იყვნენ ნ. დობროლიუბოვი, ნ. სერნო-სოლოვიოვიჩი, მ. მიხაილოვი, ი. აქსაკოვი, ი. სამარინი, ი. ტურგენევი, აგრეთვე გადასახლებიდან დაბრუნებული დეკაბრისტები. გაზეთს ჰქონდა დამატებები: „პოდ სუდი“ (1859–1861) და „ობშჩეე ვეჩე“ (1862–1864). 1867 წელს არახელსაყრელი პირობების გამო „კოლოკოლის“ გამოცემა შეწყდა. გამოცემის ტირაჟი იყო 2500 ც.

ლიტერატურა

რედაქტირება