კოკინოს კაპნასი (ბერძ. Κοκινος καπνας, წითელი მეთამბაქოეები) — აფხაზეთის ასსრ-ში, 1932—1939 წლებში,ბერძენი მოსახლეობისთვის ბერძნულ ენაზე გამომავალი გაზეთი.

კოკინოს კაპნასი
Κοκινος καπνας
ტიპი: სოციალურ-პოლიტიკური
დაარსდა: 1932
ენა: ბერძნული
შეწყვიტა გამოცემა: 1939
სათავო ოფისი: სოხუმი, აფხაზეთის ასსრ
პერიოდულობა: 4000 (1937 წელს)

გაზეთის პირველი რედაქტორი მიხეილ კალაიდოპულო იყო. 1936 წელს გაზეთს სახელი გადაერქვა და „Κομυνιστις” („კომუნისტი”) ეწოდა,ხოლო მთავარი რედაქტორი გეორგიოს ბუმბურიდი გახდა. გაზეთი იბეჭდებოდა თანამედროვე ლიტერატურული ბერძნული ენით, თუმცა მასალების ნაწილი პონტოურ ენაზე იყო. 1937 წელს გაზეთის ტირაჟმა 4 ათას ეგზემპლიარს მიაღწია.

1939 წელს, სსრკ ეროვნული პოლიტიკის ცვლილების გამო, გაზეთის გამოცემა შეწყდა და აღარ განახლებულა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება