კოთიანეთის წმინდა გიორგის ეკლესია
კოთიანეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში.
აღწერა
რედაქტირებაკოთიანეთის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, თარიღდება IX საუკუნით. ნაგებია უსწორმასწორო ყორე ქვით, კირის დუღაბზე, მშენებლობაში გამოყენებულია შირიმის ქვაც. ძეგლს შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. აღმოსავლეთის წრიულ ფასადზე გაჭრილია სამი სარკმელი, ხოლო დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთის მხრიდან თითო-თითო. ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კარის ზემოთ არის გამოსახული ბოლნური ჯვარი. გარდა აღმოსავლეთის ფასადისა, ყველა მხარის კედლებზე შეიმჩნევა ბზარები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5364