„კოვბოი ბიბოპი“ (იაპონ. カウボーイビバップ?) — 1998 წლის ანიმე-ტელესერიალი, გადაღებული Sunrise-ის მიერ. მისი რეჟისორია შიჰიჩირო ვატანაბე, სცენარის ავტორი — კეიკო ნობუმოტო, პერსონაჟის დიზაინერი — ტოშიჰირო კავამოტო, მექანიკის დიზაინერი — კიმიტოში იამანე და კომპოზიტორი — იოკო კანო. სერიალის 26 ეპიზოდი (სესია) მიმდინარეობს 2071 წელს. მათში მოთხრობილია თავებზე მონადირების შესახებ, რომლებიც მოგზაურობენ კოსმოსური ხომალდ „ბიბოპით“. სერიალში განხილულია ფილოსოფიური თემები — ეგზისტენციალიზმი, მოწყენილობა და მარტოობა.

კოვბოი ბიბოპი
カウボーイビバップ
ჟანრი ნეო-ნუარი, კოსმოსური ვესტერნი
მანგა
Cowboy Bebop: Shooting Star
ავტორი კეინ კუგა
გამომცემელი Kadokawa Shoten
გამომცემელი ინგლისურად Tokyopop
ჟურნალი Monthly Asuka Fantasy DX
ორიგინალური გამოცემა 18 სექტემბერი, 199718 ივნისი, 1998
ტომები 2
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი შიჰიჩირო ვატანაბე
სტუდია Sunrise
ორიგინალური ეთერი 3 აპრილი,
1998
ეპიზოდები 26
მანგა
ავტორი იუტაკა ნანტენი
გამომცემელი Kadokawa Shoten
გამომცემელი ინგლისურად Madman Entertainment (ავსტრალია)
Tokyopop
ჟურნალი Monthly Asuka Fantasy DX
ორიგინალური გამოცემა 18 ოქტომბერი, 199818 თებერვალი, 2000
ტომები 3
ანიმე ფილმი

ტელესერიალის პრემიერა იაპონიაში, TV Tokyo-ზე, 1998 წლის 3 აპრილს გაიმართა. იგი ეთერში გადიოდა 26 ივნისამდე.[1] სრულწლოვანი ასაკის პირებისთვის განკუთვნილი შინაარსის გამო ნაჩვენები იქნა მხოლოდ 12 ეპიზოდი და კიდევ ერთი სპეციალური გამოშვება. სრული, 22 ეპიზოდი პირველად აჩვენეს WOWOW-ზე, 1999 წლის 24 ოქტომბრიდან 24 აპრილამდე.[2] ანიმე აგრეთვე ადაპტირებული იქნა მანგად, რომელიც იბეჭდებოდა Kadokawa Shoten-ის Asuka Fantasy DX-ში.[3][4] 2001 წელს კინოგაქირავებში გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც.

ინგლისურ ენაზე სერიალი გაახმოვანეს Animaze-მა და ZRO Limit Productions-მა. იგი ჩრდილოეთ ამერიკაში ლიცენზირებული იქნა Bandai Entertainment-ის მიერ. ამჟამად ლიცენციას Funimation ფლობს. ბრიტანეთში ლიცენზიას ფლობდა Beez Entertainment, ამჟამად კი იგი Anime Limited-ს ეკუთვნის. ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ანიმე გამოვიდა Madman Entertainment-ის ლიცენზიით. 2001 წელს „კოვბოი ბიბოპი“ იქცა პირველ ანიმედ, რომელიც აშშ-ში Adult Swim-ზე აჩვენეს.

„კოვბოი ბიბოპს“ კრიტიკოსთა აღიარება და კომერციული წარმატება ხვდა წილად — როგორც იაპონიის, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე (განსაკუთრებით — აშშ-ში). მას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო ანიმეს და სამეცნიერო ფანტასტიკის კატეგორიებში. აღიარებულია მისი სტილი, პერსონაჟები, სიუჟეტი, გახმოვანება, ანიმაცია და საუნდტრეკი. მისი გამოსვლიდან წლების შემდეგ კრიტიკოსებმა და მიმომხილველებმა, განსაკუთრებით აშშ-ში, „კოვბოი ბიბოპი“ შედევრად აღიარეს და ხშირად უწოდებენ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ანიმეს. ითვლება, რომ სწორედ მან გააცნო თავად ანიმეს ჟანრი დასავლეთში მაყურებლების ახალ თაობას 2000-იანების დასაწყისში, თუმცა, აგრეთვე თვლიან, რომ იგი ზოგადად ჟანრის „კარიბჭეა“.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sunrise Broadcast 1 დაარქივებული 2011-09-17 საიტზე Wayback Machine. Sunrise
  2. Sunrise Broadcast 2 დაარქივებული 2012-06-19 საიტზე Wayback Machine. Sunrise
  3. ふぁんデラ 1997年10月号・中古・角川書店・通販ショップの駿河屋. Surugaya Japan. ციტირების თარიღი: May 16, 2014.
  4. ふぁんデラ 1998年11月号・中古・角川書店・通販ショップの駿河屋. Surugaya Japan. ციტირების თარიღი: May 16, 2014.
  5. Robinson, Tasha. (2009-03-05) Gateways To Geekery: Anime. The A.V. Club. The Onion. ციტირების თარიღი: 2009-03-10.