კობიხა — ქალაქი ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ლა-პასიდან 600 კმ-ით ჩრდილოეთით, ამაზონის აუზში, პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე, ზღვის დონიდან 280 მეტრზე. გაშენებულია მდინარე აკრეზე, ბრაზილიის ქალაქ ბრაზილეიის მოპირდაპირედ. კლიმატი ტროპიკული, წვიმიანია.

ქალაქი
კობიხა
Cobija
დროშა

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი პანდო
პროვინცია ნიკოლას სუარესი
კოორდინატები 11°02′00″ ს. გ. 68°44′00″ დ. გ. / 11.03333° ს. გ. 68.73333° დ. გ. / -11.03333; -68.73333
ქალაქის მერი ლუის ალბერტო ფლორეს რობერტსი
დაარსდა 1906 წ.
ფართობი 401.14 კმ²
ცენტრის სიმაღლე 280
მოსახლეობა 25,000 კაცი (2001)
სატელეფონო კოდი 03
ოფიციალური საიტი gmcobija.gob.bo
კობიხა — ბოლივია
კობიხა

2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 25,000 ადამიანს შეადგენდა. აქ მდებარეობს უნივერსიტეტი და ორი აეროპორტი.

კობიხა დაარსდა 1906 წელს და თავდაპირველად მას ბაია ერქვა, ამჟამინდელი სახელი 1908 წელს ეწოდა ბოლივიის ყოფილი საზღვაო პორტის - კობიხას სამახსოვროდ, რომელიც სალპეტერის ომის შემდეგ ჩილეს შემადგენლობაშია.

ამჟამად, რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის მთავარ დარგს ბრაზილიური კაკლის მრეწველობა წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება