მთავარი მენიუს გახსნა

კლუხორის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. კოდორის ხეობას აკავშირებს თებერდის ხეობასთან. სიმაღლე 2781 მ. აგებულია პროტეროზოური და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კლუხორის უღელტეხილის მიდამოებში ალპური ლანდშაფტია. უღელტეხილზე გადადის სოხუმის სამხედრო გზა. 1942 წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან მოყოლებული, უღელტეხილზე მიმდინარეობდა უმძიმესი ბრძოლები, საბჭოთა დივიზიები გმირულად ებრძოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას.

კლუხორის უღელტეხილი
კლუხორის უღელტეხილი
კლუხორის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°14′39″ ჩ. გ. 41°52′01″ ა. გ. / 43.24417° ჩ. გ. 41.86694° ა. გ. / 43.24417; 41.86694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2781 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
კლუხორის უღელტეხილი — საქართველო
კლუხორის უღელტეხილი
კლუხორის უღელტეხილი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კლუხორის უღელტეხილი

ლიტერატურარედაქტირება