კლდოვანი ქედი (რუს. Скалистый хребет) — მეწინავე ქედი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთი კალთის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. სიგრძე 375 კმ, სიმაღლე დასავლეთით 1200-1700 მ, აღმოსავლეთით 3000 მ-მდე, მაქსიმალური სიმაღლე 3646 მ (მთა ყარაკაია). კლდოვანი ქედი წარმოადგნეს კირქვებით აგებულ კუესტას. სამხრეთი კალთა ციცაბო, ჩრდილოეთი — დამრეცი. კლდოვანი ქედი დანაწევრებულია ცალკეულ მასივებად. უმაღლეს ნაწილში გვხვდება ძველი გამყინვარების ნიშნები (კარები, მორენები). განვითარებულია კარსტი. ჩრდილოეთი კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. სამხრეთ კალთებზე ტყის ზევით მთის მდელოები და სტეპია.

კლდოვანი ქედი
კოორდინატები: 43°11′33″ ჩ. გ. 43°24′40″ ა. გ. / 43.19250° ჩ. გ. 43.41111° ა. გ. / 43.19250; 43.41111
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი ყარაკაია
სიმაღლე 3646 
სიგრძე 931 კმ
კლდოვანი ქედი — რუსეთი
კლდოვანი ქედი

ლიტერატურა რედაქტირება