ტერმინს „კლდე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კლდე (მრავალმნიშვნელოვანი).

„კლდე“ — ქართული ყოველდღიური საზოგადოებრივ-ეკონომიკური და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1912–1915 წლებში, რედაქტორი რეზო გაბაშვილი, გამოდიოდა დავით ვაჩნაძის თაოსნობით. ჟურნალში თანამშრომლობდნენ შალვა ამირეჯიბი, შალვა ქარუმიძე, დავით კასრაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე. ჟურნალის პირველი ნომერი 1912 წლის 16 სექტემბერს გამოვიდა, ბოლო 1915 წლის 17 მაისს. მისი ტირაჟი 700-750 ცალს შეადგენდა, წლიური გამოსაწერი ფასი 4-5 მანეთს, ხოლო საცალო 10 კაპიკს. ჟურნალი 16 გვერდიანი იყო. ჟურნალში სტატიებისა და წერილების გარდა დაბეჭდილია გი დე მოპასანის, ჯ. ლონდონის, ჯ. კ. ჯერომის, ფ. კოპეს, ო. უალდის, მ. ტვენის, ა. ფრანსის, ი.ვ. გოეთეს, ტ. შევჩენკოს და სხვა მწერალთა ნაწარმოებების თარგმანები. მხატვრობა ეკუთვნის ოსკარ შმერლინგს. ჟურნალი მოითხოვდა საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას, რუსეთსა და საქართველოს შორის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენას. 1915 წლის მაისში ჟურნალი დაიხურა. მის ნაცვლად დაიწყო გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა.

ლიტერატურა რედაქტირება