კლასიკური ეკონომიკა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კლასიკური ეკონომიკა (იგივე კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკა) — ეკონომიკური აზროვნების ერთ-ერთი სკოლა. ტერმინი პირველად კარლ მარქსმა გამოიყენა. იგი წარმოიშვა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, ბრიტანეთში. კლასიკური ეკონომიკის მიმდევრები არ იყვნენ საერთო აზრის მქონენი ერთი და იგივე საგანთან დაკავშირებით თუმცა, ზოგადად კლასიკური ფილოსოფია ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ თავისუფლებაზე, უჭერდა მხარს რწმენას, თავისუფალი კონკურენციის შესახებ. კლასიკური ეკონომიკური თეორია ხელს უწყობდა, ქვეყნის მონარქიულიდან კაპიტალისტურ წყობილებაზე გადასვლას, რომელსაც თან ახლავს თვითრეგულირება. კლასიკური ეკონომისტები იყვნენ ლიბერალები, რომლებიც ბაზრის სახელმწიფოსაგან განთავისუფლებას უწყობდნენ ხელს.

ადამ სმითი
ადამ სმითი

კლასიკური ეკონომიკის დასაწყისად მიიჩნევა ადამ სმითის მიერ, წიგნ „ერის სიმდიდრის“ გამოცემა. ამ წიგნში იგი ასაბუთებს, რომ სახელმწიფოს სიმდიდრე იზომება არა მისი ხაზინით არამედ, ეროვნული შემოსავლით. ეს შემოსავალი თავის მხრივ ეფუძნებოდა მოქალაქეების შრომას, რომელიც კოორდინირებული იყო შრომის დანაწილებით და კაპიტალის რეზერვების გამოყენებით. სმითი ყოველთვის ხაზს უსვამდა მონოპოლიების საშიშროებასა და კონკურენციის მნიშვნელობას ბაზარზე. მისმა კვლევებმა ხელი შეუწყო შიდა ვაჭრობის მხარდაჭერას და განაპირობა პროდუქტის ბაზრებზე, უფრო პროდუქტიული და გონივრული ფასების დადება, მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება