კისტანის ცხრაძმათ კოშკი
რქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნასოფ
კისტნის ცხრაძმათ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნასოფლარ ჭეჭყეთის დასავლეთიით, კლდოვანი მთის კალთაზე. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული, სართულშუა გადახურვა კი ჩაქცეულია. კედლებში შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები. კოშკს შესასვლელი I სართულზე სამხრეთიდან აქვს. შესასვლელი მიწიდან 2 მეტრ სიმაღლეზეა. კარი დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. II სართულის აღმოსავლეთ კედელშიც კარია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 266.