კიმ ჰი-ჩული (დ. 10 ივლისი, 1983) უკეთ ცნობილი, როგორც მონონიმი ჰიჩული — სამხრეთ კორეელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, წამყვანი და მსახიობი. ის არის სამხრეთ კორეელ ბოიბენდ Super Junior-ის წევრი და მისი ქვეჯგუფის Super Junior-T-ის, ასევე TRAX-ის ჯუნგმოსა და M&D-ის პროექტის წევრი. გარდა ჯგუფში საქმიანობისა, მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სატელევიზიო დრამებში, გამოჩნდა, როგორც რადიოს წამყვანი და ტელეწამყვანი. ის არის როგორც ლეგენდების ლიგის (LoL) წევრი LoL-ის ჩემპიონატში, ასევე ვარსკვლავთა ღონისძიებების წევრი.

კიმ ჰეჩული

„mamacita“-ს ფოტოსესიიდან
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 김희철
აგრეთვე ცნობილი როგორც ჰიჩული
დაბ. თარიღი 1983 წლის 10 ივლისს
დაბ. ადგილი ჰოენგსეონგი, განგვონდო
წარმოშობა სამხრეთ კორეელი
ჟანრ(ებ)ი K-pop, როკ-პოპი, R&B, ტროტი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, წამყვანი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო, დრამები
აქტიური 2005 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი SJ ლეიბლი, S.M. Entertainment
ხელმოწერა
კიმ ჰი ჩული ვიკისაწყობში

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

კიმ ჰი-ჩული დაიბადა ქვეყანა ჰოენგსეონგში, განგვონის პროვინციაში, 1983 წლის 10 ივლისს. მას ჰყავს ერთი უფროსი და კიმ ჰეჯინი. ჰეჩულმა 2008 წელს დაამთავრა მეორე კურსი სანგჯის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მონაცემების ინფომატიკის ფაკულტეტი.[1]

2002-2005 წლები: პრე-დებიუტი, მოდელი, მსახიობი, წამყვანი

რედაქტირება

2002 წლის ოქტომბერში მან გაიარა გასაუბრება, რომ გამხადარიყო მომღერალი Starlight ქასთინგის სისიტემის მეშვეობით და თავდაპირველად გახდა ოთხ-წევრიანი ჯგუფის „Four Seasons“-ის წევრი ჯეჯუნგთან, იუნჰო და კანგინი. როდესაც 2003 წლის დეკემბერში ჯეჯუნგსა და იუნჰოს ჰქონდათ დებიუტი ჯგუფში TVXQ, ჰიჩული და ჯანგინი შეუერთდნენ ათ მოვარჯიშეს S.M.Entertainment-ში, რათა შეექმნათ ჯგუფი „Super Junior 05“, რომელიც იყო Super Junior-ის პირველი თაობა.

ის არის ერთ-ერთი აიდოლი, რომელიც გადაიღეს 300 რეკლამაში, მანამ სანამ შედგებოდა მისი დებიუტი, როგორ Super Junior-ის წევრი, ამან გამოიწვია მისკენ ყურადღების მიპყრობა და შეიქმნა ლამაზი ბიჭის იმიჯი.[2] მისი პირველი სამსახიობო როლი იყო თინეიჯერების დრამაში Sharp 2, მისი ჯგუფის წევრთან კიბუმთან ერთად 2005 წელს, მანამ, სანამ Super Junior-ს დებიუტი ექნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, იგი გამოჩნა სერია Loveholic-ის ეპიზოდში და იყო რეგულარული წამყვანი საკაბელო მუსიკალური შოუსი Show! Music Bank Tank. ის ასევე გამოჩნდა გასართობ პროგრამებში, როგორიც იყო მაგალითად „Heroine 6“.

2016 წლის დეკემბერში მან აღიარა, რომ იგი ემზადებოდა Trax-ის მთავარი ვოკალისტის დებიუტისთვის. მან ასევე თქვა, რომ ჰქონდა ხშირი შეკამათებები და გაუგებრობები SM-ის პასუხისმგებელ პირთან. აქედან გამომდინარე, ის იყო იმედგაცრუებული და მიატოვა Trax-ის დებიუტი. ამის შემდეგ დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში, რომელიც მდებარეობს განგვონის პროვინციაში. Trax-ის ჯუნგმოსა და ჯეის, TVXQ-ს იუნჰოსა და Super Junior-ის დონგჰეს პოზიტიური მხარდაჭერით ჰეჩული დაბრუნდა SM-ში.[3]

2005-2011 წლები: დებიუტი Super Junior-ში, Super Junior-T-ში და DJ

რედაქტირება

2005 წლის 2 ნოემბერს „Super Junior 05“-მა გააკეთა თავისი ოფიციალური დებიუტი, როგორც თორმეტ წევრიანი ჯგუფმა და თავისი პირველი სინგლი „TWINS“ SBS-ის პოპულარულ სიმღერებში.[4][5] მათი სადებიუტო ალბომი SuperJunior05 (ტყუპები) გამოვიდა 5 დეკემბერს და #3 ადგილი დაიკავა ყოველთვიურ K-pop ალბომის ჩარტებში.[6]

2006 წლის მარტში S.M.Entertainment-მა დაიწყო ახალწვეულების მიღება Super Junior-ის შემდეგი და ახალი თაობისთვის. მიუხედავად ამისა, გეგმები შეიცვალა და კომპანიამ განაცხადა, რომ შეჩერდა Super Junior-ის მომავალი, ახალი თაობის ჩამოყალიბება. მეტამეტე წევრის კიუჰიუნის დამატების შემდეგ ჯგუფს ჩამოშორდა სუფიქსი „05“ და ოფიციალურად გახდა Super Junior.[7] ჯგუფის პირველი CD სინგლი U, რომელიც გამოვიდა 2006 წლის 7 ივნისს, რომელიც იყო ყველაზე წარმატებული სინგლი მანამდე, სანამ გამოვიდოდა მათი სინგლი „Sorry, Sorry“ 2009 წლის მარტში.[8] 2007 წლის შემოდგომაზე ჯგუფმა გამოუშვა მათი მეორე ოფიციალური ალბომი, Don't Don, რომელიც გახდა Super Junior-ის ყველაზე მეტად გაყიდვადი ალბომი და კორეის წლის მეორე ყველაზე გაყიდვადი ალბომი.[9]

მათი დებიუტის შემდეგ ჰეჩული ისევ ჩნდებოდა კიბუმში ექვსი სეზონის განმავლობაში უწყვეტად (2005-2006), ასევე დაიწყო თამაში „ცუდ ოჯახში“ (2006),[10] ოქროს ხიდი (2007–2008). ის ასევე გამოჩნდა გასართობ პროგრამებში, მაგალითად, როგორიცაა ვიტამინი, Sponge, X-ადამიანი, სასიყვარულო წერილი და იყო რადიოს DJ SBS Power FM-ის „ახალგაზრდა ქუჩაში“ პარკ-ჰე-ვონისთან ერთად 2006 წლის შუა რიცხვებში.

2007 წლის 23 თებერვალს მას ჰქონდა დებიუტი Super Junior-ის ქვე-ჯგუფში Super Junior-T და შეასრულეს აჩქარებული სინგლი „Rokuko!!!“[11] იამავე წელს Super Junior-მა გამოუშვა მეორე ალბომი Don't Don, იმოგზაურეს სუპერ შოუსთან ერთად და გადაიღო ფილმი თავდასსხმა Pin-Up Boys-ში.[12] ის Cyworld's Cystar-ის შეფასებით გახდა ტოპ თავადსხმა (შევიდა 10 ყველაზე მეტად ნახვად CY-ში) 2007 წლის იანვრიდან 30 ივნისამდე. ნახვათა რიცხვმა კი 22,455,755-ს მიაღწია.[13]

ჰიჩული გამოჩნდა, როგორც SBS-ის მუსიკალური პროგრამის ინკიგაიოს წამყვანი ანდის შინჰვას ნაცვლად. იგი წინ მიიწევდა, რათა გამხდარიყო მუდმივი წამყვანი კუ ჰიე-სუნთან (2006 წლის 23 აპრილი-2007 წლის 18 თებერვალი), ჯანგ კეუნ-სუკთან (25 თებერვალი-7 ოქტომბერი 2007 წელი) და სონგ ჯი-ჰიოსთან (2007 წლის 11 ნოემბერი-2008 წლისს 4 მაისი) ერთად. ის ზედიზედ 4 წელი იყო Dream კონცერტის თანაწამყვანი (2008-2011).[14][15]

2008 წელს ის გამოჩნდა S.M.Entertainment-ის მიერ წარმოებულ მუსიკალურ Xanadu-ში, სადაც თამაშობდა სონის როლს როტაციაში ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან კანგინთან ერთად. ეს წარმოება გრძელდებოდა 2008 წლის 9 სექტემბრიდან-23 ნოემბრამდე დოსანის ხელოვნების ცენტრში, იეონჯი-დონგი, სეული.[16] კასტინგი განხორციელდა რეალითი სატელევიზიო პროგრამის სახით, სადაც უნდა ყოფილიყვნენ კანგინი და ჰეჩული.[17] ის ასევე გამოჩნდა სატელევიზიო პროგრამებში, როგორიცაა, მაგალითად რვა ერთის წინააღმდეგ (2008), კარგი მამა (2008–2009), ძმების ბენდი (2009). მისი პირველი სოლო სინგლი „초별“ („პირველი ვარსკვლავი“) გამოვიდა 2009 წლის 6 ნოემბერს, როგოერთ-ერთი სატელევიზიო დრამის „მეყვარები ათასჯერ“-ის OST-ის ერთ-ერთი ნაწილი. სიმღერა დაწერა სონგ ჯონგ-ჰომ და არანჟირება გაუკეთა ჩოი მიუნგ-ჰოონმა.[18]

პირველად ოთხი წლის განმავლობაში[19] ის დაბრუნდა, როგორც რადიოს DJ SBS „ჰეჩულის ახალგაზრდა ქუჩაში“ 2010 წლის 29 მარტიდან 2011 წლის შუა რიცხვებამდე. 2010 წლის მაისში ის გახდა რეგულარული მონაწილე სერიალიში „Family Outing 2“,[20] მაგრამ ორი თვის შემდეგ შოუ გაუქმდა მისი დაბალი რეიტინგის გამო.[21] 9 ოქტომბერს მან გააკეთა პერსონალური Facebook-ის გვერდი, სადაც ხუთ წუთში მიიღო 5000 მეგობრობის თხოვნა. ოთხ დღეში მას მერე, რაც გააკეთა Twitter, ის მოხვდა მსოფლიო ტრენდების სიაში.[22][23]

2011-2015 წლები: M&D, სამხედრო სამსახურის გაწვევა, ლეგენდების კავშიირი

რედაქტირება

2011 წელს მან მისი ლეიბლის წევრთან TRAX-ის წევრ კიმ ჯუნგმოსთან ერთად ჩამოაყალიბა პროექტის ჯგუფი სახელწოდებით M&D (ნიშნავს „შუაღამე და დაბლა“ ან „მიარი და დანგე-დონგი“, წევრების მშობლიური ქალაქების შემდეგ). ივნისში მათ გამოუშვეს სადებიუტო სინგლი „Close Ur Mouth“. ჰეჩულმა დაწერა სიმღერების ტექსტი და დაარედაქტირა მუსიკალური ვიდეო ამ სიმღერისთვის, ხოლო ჯუნგმომ არანჟირება გაუკეთა და ინსტრუმენტულად შეასრულა. მათი პირველი საკონცერტო შესრულება იყო Mnet-ის საზაფხულო მეოცე დაჯილდოების ცერემონიაზე 7 ივლისს.[24]

2011 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 30 აგვსიტომდე კიმ ჰი-ჩულმა განახორციელა სავალდებულო სამხედრო სამსახური. იმ დროს, როდესაც ის გაანთავისუფლეს ის გამოჩნდა KBS-ის „საიდუმლოში“ (시크릿)[25], ასევე „რადიო ვარსკვლავში“, რომელიც არის მთავარი სეგმენტი MBC-ის ოქროს საბადურის, რისთვისაც მისმა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა კიუჰიუნმა აიღო როლი.[26]

ივლისში ლედი გაგა გამოჩნდა KBS2-ის გასართობი საკვირაოს მეცხრე ეპიზოდში, ექსკლუზიური ინტერვიუს გამო და აღნიშნა, რომ გაოცებული იყო ჰიჩულის მისდამი მიბაძვის უნარით. მას უწოდებდნენ „Lady HeeHee“ მთელი „Super Show 3“-ის განმავლობაში, ასევე SM Town-ის დროს პარიზში.[27] როდესაც, ლედი გაგამ ნახა მისი მიბაძვა და ის შეაქო, თქვა: „ის საოცრად გამოიყურება! შეხედეთ მის თმას.“[28]

ცოტა ხნის შემდეგ როცა მან დაასრულა სავალდებულო სამხედრო სამსახური მან მონაწილეობა მიიღო კიმ ჯანგ-ჰუნის სინგლში „Breakups are So Like Me. Music Bank-ის და Show-ს!Music Core-ის საკონცერტო შესრულებების დროს მისი ნაწილი შესრულა მისმა ჯგუფის ერთ-ერთმა წვერმა იესუნგმა, ეუნჰიუკმა და შინდონგმა.[29]

Orange Caramel-მა პროექტი „ერთი აზია“ გააგრძელა „Shanghai Romance“-ის გამოშვბეით 2011 წლის 13 ოქტომბერს, რომელიც გახდა N8. სიმღერის ტექტსი დაწერა კიმ ჰი-ჩულმა.[30]

2013 წლის სექტემბერში იგი გახდა რეგულარული მსახიობი JTBC-ის ვარიეთი პროგრამაში „Ssulzun War of Words“[31], მაგრამ 2014 წლის ივლისში მან გამოაქვეყნა ფოტო თავის პერსონალურ Instagram-ის გვერდზე, დაწერა გულში ჩამწვდომი წერილი და ინფორმაცია მის ბოლო გამოჩენზე პროგრამაში. შოუში ჰიჩულის ბოლო გადაღების დროს მან ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ უჭირდა მის ახლო ადამიანებთან საუბარი.[32]

2014 წლის იანვარში ის გამოჩნდა „Global Edition“ MBC-ის რეალით სატელევიზიო პროგრამაში „We Got Married“, როგორც სატელევიზიო წყვილი ტაივანელ გოგოების ჯგუფის წევრთან პუფ გუოსთან.[33][34] იმ წელს მან ასევე ითამაშა როლი დეტექტიურ tvN-ის დრამში:Flower Grandpa Investigation Unit.[35]

2015 წლის თებერვალში ცნობილი LoL ჯგუფი SK Telecom T1 დააფინანსეს განსაკუთრებული მატჩი სახელად „ვარსკვლავების კავშირი ლეგენდების მოწვეული მატჩი". SKT T-LoL-მა მოიწვია სხვადასხვა ვარსკვლავი, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა პროფესიონალ LoL-ის მოთამაშეებს. ვარსკვლავების გუნდში შედიოდა ჰიჩული, რომლის გუნდმაც ბოლოს წააგო.[36] ჰეჩული ასევე გამოჩნდა OnGameNet-ის „Pandora TV LoL Champions“-ში 2013 წლის 27 ნოემბერს, როგორც განსაკუთრებული კომენტატორი და სტუმარი მოთამაშე.[37]

2015 წლის აპრილში S.M.Entertainment-მა განაცხადა, რომ M&D გამოუშვებდა მათ პირველ მინი ალბომს „Cottage Industry“ ტრეკით სახელწოდებით „I Wish“ ციფრული სახით 16 აპრილს, ხოლო ფიზიკურად 20 აპრილს.[38] ტრეკის სახელწოდება და ტექსტი დაწერა და არანჟირება გაუკეთდა დუეტმა.[39]

2015 წელს ის გახდა გასართობი პროგრამის წამყვანი, როგორიცაა მაგალითად Tvn-ის „The Demand of Luxurious Food“, KBS-ის სტილის სილამაზის შოუ „A Style For You“, O'live-ის მოგზაურობის შოუ „MAPS“, JTBC-ის მრავალფეროვან შოუში Bros-ის ცოდნა.[40][41][42][43][44] ასევე კორეულ-ჩინურ პროგრამაში „All the Way With You (სეზონი 2)“. ეს იყო პირველი ჩინური მრავალფეროვანი შოუ, რომელშიც ჰეჩულმა მონაწილეობა მიიღო მისი კორეული დებიუტის შემდეგ 2005 წელს.[45][46]

2016 წლიდან დღემდე: სოლო ფანებთან შეხვედრა და სოლო აქტივობები

რედაქტირება

2016 წლის მარტში ჰიჩული დაადასტურეს ყოველკვირეული აიდოლის შოუში დროებით წამყვანად 5 ოქტომბრამდე, მანამდე სანამ ჯეონგ ჰიონგ-დონმა დაამთავრა მისი 11 თვიანი დასვენება სატელევიზიო აქტივობებისგან.[47] 2016 წლის 15 აპრილს მან გამოუშვა დუეტი ჰეინთან ერთად SM სადგურის გამო. სინგლი დაწერა ჰიჩულმა, ხოლო მისი არანჟირება გააკეთა ჯუნგმომ, ეს იყო მისი პირველი თანამშრომლობა ქალ არტისტთან.[48] 2016 წლის ივლისის დასაწყისში M&D დაბრუნდა, როგორც კიმ ჰი-ჩული და კიმ ჯუნგმო, მეორე მინი ალბომით „ტკბილეოულობის ჩანთა“ და 12 ივლისს ტროტ-როკის ტრეკით სახელწოდებით „ულსანბავი“.[49]

2016 წლის 4 ივნისს ის გამოჩნდა ჩინურ პარტნიორთა ვარიეთი შოუს მესამე სეზონში, „If You Love“ ლი ფეიერისთან ერთად (ჩინელი მსახიობი ქალი). მან განაცხადა, რომ მის პერსონალურ ინფრომაციას დადებდა Weibo-ს საკუთარ გვერდზე. მანამდე ის იყო „We Got Married“ გლობარული გამოცემის მონაწილე პუფ გუოსთან ერთად, ასე რომ ეს მისთვის იყო მისი მეორე ვირტულაური ურთიერთობების შოუ.[50] 23 ივლისს მან ჩაატარა მისი პირველი სოლო ფანების შეხვედრა „The Space Big Star Show“ პეკინში, ჩინეთში.[51]

„ლეგენდების კავშირის მეხუთე იუბილე“ ჩინეთში, რომელშიც შედიოდდა LPL-ის ფინალი და რეგიონალური ფინალი. გარდა ამისა აზიური ვარსკვლავების შოუ მატჩი. ჩინეთის ვარსკვლავები კორეის ვარსკვლავების წინააღმდეგ, რათა გაემართათ შეჯიბრება ვარსკვლავებს შორის, რომელიც იუბილესადმი მიძღვნილ დღესასწაულზე მიიწვიეს. კორეელმა ვარსკვლავებმა ყველა-ვარსკვლავის მოთამაშემ ჰეჩულმა სეუნგრისთან და ხუთი Treasure Island-ის წევრთან ჰონბგკისთან, მინჰვანთან და სეუნგჰიუნთან ერთად საბოლოოდ მოიგეს.[52] ასევე ის გამოჩნდა 9 ოქტომბერს, როგორც განსაკუთრებული კომენტატორი „LoL-ის მსოფლიო ჩემპიონატში“.[53] 2016 წლის ნოემბერში ჰეჩულმა მონაწილეობა მიიღო S.M.Entertainment-ის ლეგენდების კავშირის შეჯიბრებაში „2016 S.M. Super Celeb League“, სადაც მან და მისმა ლეიბლის ერთ-ერთმა წევრმა ბეკჰიუნმა ითამაშეს თამაში, როგორც პროფესიონალ მოთამაშეებთან, ისე სამხრეთ კორეელ და ჩინელ ფანებთან ერთად.[54]

2016 წლის ის გახდა A არხის მუსიკალური შოუს „Singderella“, JTBC-ის „Phantom Singer“-ის, OnStyle-ის ახალი სილამაზის შოუს „Lipstick Prince“-ის წამყვანი, ასევე ის არის ერთ-ერთი მთავარი წევრი შეუცნობლად დიადში და SBS-ის „Game Show“-ში.[55][56][57][58][59][60][61][62]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2006 წლის აგვისტო: ავტოავარია

რედაქტირება

2006 წლის 10 აგვისტოს ჰიჩულს მოუვიდა ავტოავარია, როდესაც მოკპოდან ბრუნდებოდა სეულში Super Junior-ის ერთ-ერთი წევრის დონგჰეს მამის დასაფლავებიდან.[63] საბურავები გამოვიდა მწყობრიდან, როდესაც მანქანა ცდილობდა სხვა ხაზზე გადასვლას. ჰიჩულმა მოიტეხა ფეხი ხუთ ადგილას, მისი თეძოების, მუხლების და კოჭის მიდამოებში, მას დასჭირდა ექვს საათიანი ოპერაცია. ამის გარდა მან კიდევ მიიღო რამდენიმე დაზიანება, მათ შორის დაიზიანა სანერწყვე ჯირკვალი და ჰქონდა მწვავე ტკივილით.[64]

ჰიჩულს ურჩიეს, რომ შეეწყვიტა მისი საქმიანობა და აქტივობები თორმეტი კვირის განმავლობაში. ის გამოწერეს საავადმყოფოდან 2006 წლის 13 სექტემბერს, მაგრამ მან გააგრძელა საავადმყოფოს გარეთ ამბულატორიული მკურნალობა. 10 ოქტომბერს ის დაბრუნდა საავადმყოფოში, რომ გაეკეთებინა მეორე ოპერაცია, რათა ფეხიდან ამოეღო რკინები და მოკლე ხანში ოქტომბრის დასასრულს დაუბრუნდა სამსახურს, რათა გადაეღოთ ფილმის ფინალური სამი ეპიზოდი MBC-ის ახალგაზრდულ კომედიაში, ამ დროს კი მას ჯერ კიდევ ედო თაბაშირები და იჯდა ეტლში. იმავე წლის 25 ნოემბერს ის დაბრუნდა Mnet KM-ის მუსიკალური ფესტივალის (MKMF) დაჯილდოებაზე.[65] დეკემბრის ბოლოს ჰეჩული ოფიციალურად დაბრუნდა ინდივიდუალური აქტივობებით, ის გამოჩნდაა სხვადასხვა ვარიეთი შოუებში და ჰოსთინგში.

2007 წელს ჰიჩულმა დაიწყო რეგულარული გამოსვლები, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა დაბეჟილობები, რომელზეც ექიმმა რამდენიმე ნაკერი დაადო. 2007 წლის აპრილის დასასრულს უკვე საკმარისად გამოკეთებული იყო, რომ მიიეღო მონაწილეობა Super Junior-ის ენერგიულ ცეკვებში. დარჩენილი ნაკერები მის ფეხზე მოხსნენ 2008 წელს.[66]

ის თავის გადარჩენას და მის უნარს ფეხზე მდგარიყო უმადლოდა იმ ფაქტს, რომ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი. მას ყოველთვის ეკეთა უსაფრთხოების ღვედი 2014 წლის შემთხვევის შემდეგ, როდესაც Ladies' Code-ის წევრები გო უნ-ბი (უნბი) და კვონ რი-სე (რისე) გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად, მათგან ეუნბის არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და გარდაიცვალა ძლიერი დარტყმის შედეგად.[67]

2011 წლის ივნისი: Chocoball კლუბი

რედაქტირება

6 ივნისს Super Junior-ის წევრმა კიმ ჰი-ჩულმა Twitter-ში ატვირთა ფოტო ერთ-ერთი ვარსკვლავის, რომელიც არის მისი საუკეთესო მეგობრის, შემდეგი წარწერით:

 
„Simon D, იონგ ჯუნ ჰიუნგ, ჩოი ჯონგ ჰუნ. მე მსურს ყოველი დღე იყოს ისეთი, როგორიც დღევანდელი იყო. კიმ ჰი ჩულ და ლე ჯონგ სუკ. ძალიან მნიშვნელოვანია სიცილი. მე იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ ასეთი სიცილი ჩვენი ცხოვრების ბოლომდე.“

ისინი თავიანთ თავებს უწოდებდნენ „ცოტა ფსიქორური, მაგრამ დღითიდღე უფრო მომხიბლავი“. Chocoball კლუბი შედგებოდა A da B სისხლის ჯგუფების მქონე ვარსკვლავებისგან: კიმ ჰი-ჩული, ლე ჰონგ-გი, Simon D, ჩოი ჯონგ-ჰუნი, იონგ ჯუნ-ჰიუნგი, ჯანგ-გუნ-სუკი, ჯო სუნგ-მო, მიტრა ჯინი, სანგ ჩო და რამდენიმე სხვა ვარსკვლავი.[68] 2011 წლის აგვისტოში ისინი გამოჩნდნენ MBC-ის „მოდით ვითამაშოთ“-ში.

2011 წლის სექტემბერი: სამხედრო სამსახურის დაწყება

რედაქტირება

კიმ ჰი-ჩულმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 2011 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და დაასრულა 2013 წლის 30 აგვისტოს. იგი მსახურობდა, როგორც საჯარო სამსახურის თანამშრომელი 23 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაიარა ოთხ კვირიანი საბაზისო მომზადების კურსი ნონსანის სამხედრო ბანაკში ჩუნგჩეონგნამ-დოში.[69]

კიმ ჰი-ჩულის ბოლო „რადიო ვარსკვლავის“ ეპიზოდი, მანამდე სანამ წავიდოდა სამხედრო სამსახურში გამოვიდა 2011 წლის 14 სექტემბერს, სადაც მან ისაუბრა იმ კრიტიკის შესახებ, რომ ის არ უნდა წასულიყო სამხედრო სამსახურში, როგორც სრულ განაკვეთზე მომუშავე ჯარისკაცი. მან განმარტა: „4 წლის წინ მე მოვყევი სერიოზულ ავტოავარიაში. ჩემი მარცხენა ფეხი სერიოზულად დაზიანდა, ამიტომ ფეხში ბევრი რკინა მქონდა ჩადგმული.“ მან გააგრძელა იმის ახსნა, თუ რატომ არ იყო სრულიად გამოჯანმრთელებული, რომ ემსახურა სრულ განაკვეთზე, როგორც ჯარისკაცი.[70]

2012 წლის 26 იანვარს მან დაიწყო რადიო პროგრამის გადმოცემა ყოველ პარასკევს სეონგ დონგის ტერიტორიის ოფისში, სადაც ის იხდიდა ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მისი პირველი ეპიზოდი, რომელიც გავიდა 20 იანვარს, 5600 ნახვა დააგროვა.[71]

2013 წლის 29 აგვისტოს, გაირკვა, რომ ის მიიღებდა ჯილდოს, როგორც სამაგალითო საჯარო სამსახურის ოფიცერი, როდესაც ის მსახურობდა სუნგდონგში.[72]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Super Junior Heechul's talk at alma mater Sangji University.. warmly welcomed by 300" დაარქივებული 2016-10-02 საიტზე Wayback Machine. dkpopnews.net 2010/10
  2. "Which Idol Band’s Members Shot 300 CFs Before Debut?"[მკვდარი ბმული] soompi.com 2011/06/01
  3. "'싱데렐라' 트랙스 정모, 김희철의 연습생 시절 비하인드 스토리 공개" www.sedaily.com 2016-12-27
  4. "2005 Super Junior's official debut" Ent.hunantv.com. Retrieved 2011-12-25 (ჩინური)
  5. "SM Unveils 12-Membered Boy Group Named Super Junior" დაარქივებული 2011-09-12 საიტზე Wayback Machine. Arirang.co.kr. 27 October 2005. Retrieved 2011-12-25
  6. „Album Sales of December 2005“. Recording Industry Association of Korea (Korean). p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2006. ციტირების თარიღი: 2007-10-16.
  7. "Super Junior adds new member, transformed into 13-person super group" Sina.com. 24 May 2006. Retrieved 2011-05-08 (ჩინური)
  8. "SuperJunior releases third studio album" დაარქივებული 2009-03-18 საიტზე Wayback Machine. Epaper.jinghua.cn. 14 March 2009. Retrieved 2011-12-25 (ჩინური)
  9. „Super Junior, SG Wananbe first and second place in 2007 album sales“. Moneytoday (Korean). 12 December 2007. p. 1. ციტირების თარიღი: 2007-12-12.
  10. Heo, Yoon-hee. (16 March 2006) SBS 코믹극 ‘불량가족’ 22일 첫 방영…김명민 연기변신 Korean. Cine21. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  11. Lee Yong-sung "Young trot music stars bridge generation gap" დაარქივებული 2021-02-01 საიტზე Wayback Machine. Korea Herald. 16 March 2007. Retrieved 2012-04-03
  12. Cathy Rose A. Garcia "Super Junior Hits Big Screen" Korea Times. 8 July 2007. Retrieved 2012-04-03
  13. "Cyworld Cystar ranking No. 1, Kim Heechul" დაარქივებული 2016-10-02 საიტზე Wayback Machine. soompi.com
  14. "Heechul To MC Dream Concert For 3rd Consecutive Year"[მკვდარი ბმული] soompi.com 2010/05/21
  15. "Song Joong Ki, Heechul and Goo Hara to host 2011 Dream Concert" allkpop.com 2011/05
  16. Koh Young-aah "Super Junior members set to make move into musicals" დაარქივებული 2021-05-14 საიტზე Wayback Machine. Korea Herald. 30 May 2008. Retrieved 2012-04-03
  17. Lee Hyunwoo (2008-05-12). „SuJu Kim Heechul-Kangin preparing to transform into musical actors in "Xanadu". Newsen (Korean). p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-15. ციტირების თარიღი: 2008-06-18.
  18. "Super Junior member Heechul to release single on OST" Asiae. 23 October 2009. Retrieved 2012-04-17
  19. Ko, Jae-wan (22 March 2010). „Super Junior Kim Hee-chul makes radio DJ comeback“. 10 Asia. ციტირების თარიღი: 27 April 2012.
  20. Kim, Lynn (30 April 2010). „Super Junior's Heechul to join Family Outing season 2“. 10 Asia. ციტირების თარიღი: 4 May 2012.
  21. „დაარქივებული ასლი“ ‘패떴2’ 5개월만에 결국 폐지 ‘일요일이 좋다’ 런닝맨-영웅호걸 신설 (კორეული). Yahoo! Korea News. 28 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 28 June 2010.
  22. Kanalley, Craig (2010-10-11). „Kim Heechul, 'Korean Justin Bieber,' Takes Over Twitter“. Huffington Post. p. 1. ციტირების თარიღი: 2010-11-12.
  23. [ http://www.allkpop.com/article/2010/10/super-juniors-heechul-trending-worldwide-on-twitter "Super Junior's Heechul trending worldwide on Twitter"]allkpop.com 2010/10
  24. "jung mo & heechul team up to create M&D" დაარქივებული 2016-08-16 საიტზე Wayback Machine. soompi.com 2011/06/21
  25. „이휘재·신봉선·김희철, '시크릿' MC 발탁“ (კორეული). Star News. 24 May 2011. ციტირების თარიღი: 16 November 2011.
  26. "Super Junior Kyuhyun replaces Kim Heechul on 'Radio Star'" Asiae. 22 September 2011. Retrieved 2012-03-22
  27. "Lady Hee Hee short “performances” in SM TOWN Paris backstage!" დაარქივებული 2016-12-13 საიტზე Wayback Machine. dkpopnews.fooyoh.com 2011/06
  28. "Lady Gaga Says Lady HeeHee Looks Amazing!"[მკვდარი ბმული] ningin.com 2011/07/09
  29. Choe, MinJi "Super Junior Fills in For Heechul for Kim Jang Hoon Duet"CJ E&M enewsWorld. 28 September 2011. Retrieved 2012-03-30
  30. Shanghai Romance. LOEN Entertainment. ციტირების თარიღი: November 4, 2014.
  31. "Super Junior Heechul Returning to Entertainment… Reunion with Kim Gura" kpopstarz.com 2013.09.24
  32. Heechul Apologizes to People He Hurt While Doing “War of Words” დაარქივებული 2016-11-02 საიტზე Wayback Machine. soompi.com 2014/07/15
  33. Heechul to join 'We Got Married - Global Edition' reportedly with Taiwanese star Guo Xue Fu | allkpop.com. ციტირების თარიღი: 2016-04-22
  34. Check out the 'Global We Got Married' season 2 press conference! | allkpop.com. ციტირების თარიღი: 2016-04-22
  35. „Heechul and Lee Soon Jae Share Hilarious Moments during Script Reading for "Flower Grandpa Investigation Unit". Soompi. 2014-04-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2014-04-15.
  36. "Heechul shows off his gaming skills in a special League of Legends match against SK T1" allkpop.com 2015/02
  37. "Super Junior’s Heechul to Appear on LoL Champions" დაარქივებული 2017-10-08 საიტზე Wayback Machine. worldwideelfs.com 2013/11/20
  38. jungmo,heechuls md sets comeback date დაარქივებული 2017-03-05 საიტზე Wayback Machine. soompi.com 2015/04/08
  39. jungmo,heechul wrote & composed comeback title track დაარქივებული 2017-03-05 საიტზე Wayback Machine. soompi.com 2015/04/09
  40. heechul new tv show დაარქივებული 2016-10-14 საიტზე Wayback Machine. soompi On January
  41. "kim-heechul as mcs for a style for you" დაარქივებული 2016-10-14 საიტზე Wayback Machine. 2015/02/10
  42. "travel show maps starring" დაარქივებული 2016-10-14 საიტზე Wayback Machine. 2015/06/08
  43. Kim, In-young. (December 3, 2015) '아는 형님' 공식 포스터 공개, 벌써부터 풍기는 빅재미 냄새. IlganSports.com. ციტირების თარიღი: July 9, 2016.
  44. Jo, In-woo. (December 4, 2015) 강호동과 서장훈이 싸우면 누가 이길까, JTBC 시시콜콜 '아는형님'. newsis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2016. ციტირების თარიღი: July 9, 2016.
  45. "김희철 "中예능 첫단독MC..출연자들, 중국가자고"(직격인터뷰)" naver.com 2014.11.30
  46. "heechul becomes regular mc at chinese variety show" დაარქივებული 2017-02-28 საიტზე Wayback Machine. 2014/11/28
  47. "heechul hani weekly idol mc" kpopstarz.com 2016.03.17
  48. Park Hyeon-min. (March 29, 2016) [단독 김희철X마마무 휘인, 듀엣곡 호흡…"녹음 완료"] ko. entertain.naver.com. ციტირების თარიღი: April 7, 2016.
  49. md kim-heechul kim jungmo to return with a trot song allkpop.com 2016/07
  50. "'글로벌 예능돌' 김희철, 中서 한번 더 가상 연애" entertain.naver.com 2016.06.05
  51. "Super Junior’s Heechul To Hold Solo Fan Meeting In Shanghai" June 18, 2016 on hellokpop.com
  52. LPL 5th Anniversary - Celebrity Showmatch - Strongest Team on Earth (China) vs. Geniuses of the Universe (Korea) - Chinese Cast YouTube (originally broadcast by Tencent)
  53. SAMSUNG vs TSM - 2016 롤드컵 그룹스테이지 7일차-김희철 해설 [2016 LoL Worlds YouTube 2016.10.09
  54. '김희철-백현' 참여! 팬과 함께 하는 중국 LoL 이벤트전“. inven.co.kr. November 3, 2016.
  55. ‘싱데렐라’ 측 "강성연·이수근·김희철 MC 발탁, 이달말 첫방". naver (October 5, 2016).
  56. "전현무X김희철, JTBC '팬텀싱어' MC 확정..11월 방송 [공식입장]" დაარქივებული 2017-10-08 საიტზე Wayback Machine. koreadaily.com October, 2016
  57. "OnStyle releases funky teaser of Heechul for his upcoming male idol beauty show, 'Lipstick Prince'" allkpop.com 2016/11
  58. Lee Woong (November 30, 2016). „몰래카메라 '은밀하게 위대하게'로 안방극장 복귀“. Yonhap News Agency (კორეული). ციტირების თარიღი: December 4, 2016.
  59. Kim Soo-jeong (November 30, 2016). „MBC '은밀하게 위대하게', 왜 또 '몰카'일까?“. No Cut News (კორეული). ციტირების თარიღი: December 4, 2016.
  60. Jung Se-yoon (December 4, 2016). '은밀하게 위대하게' 오늘 첫방...9년만에 돌아온 몰래카메라“. Kookje Daily News (კორეული). ციტირების თარიღი: December 4, 2016.
  61. Han Eun-soo (December 4, 2016). '은밀하게 위대하게' 김희철‧이국주, "열심히 속이고 있습니다!" 본방사수 독려“. Entertainment Today (კორეული). ციტირების თარიღი: December 4, 2016.
  62. Digital Issue Team (December 4, 2016). '은밀하게 위대하게' 이국주 "김희철이 '애기야'라고 불렀다"…김희철 반응은?“. The Chosun Ilbo (კორეული). ციტირების თარიღი: December 4, 2016.
  63. Heechul's Car accident kpopstarz.com 2013.08.30
  64. Kim Heechul's Car Accident დაარქივებული 2017-07-30 საიტზე Wayback Machine. afspot.net
  65. Mnet KM Music Festival (MKMF) Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-12. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  66. The remaining rods in heechul's leg were removed დაარქივებული 2016-08-26 საიტზე Wayback Machine. soompi.com
  67. Heechul sends his condolences to EunB and urges people to wear seat belts AllKPop.com
  68. Chul Hangs with Group of Celebs Who Call Themselves “a Bit Psychotic, But More Charming by the Day[მკვდარი ბმული] soompi.com 2011/06/07
  69. Song Yoon-soo (2010-08-22). „Super Junior’s Kim Hee-chul makes plans to be a military man“. Korea JoongAng Daily. ციტირების თარიღი: 2011-08-23.
  70. "Super Junior’s Kim Heechul speaks out about the critics concerning his military service" დაარქივებული 2015-07-10 საიტზე Wayback Machine. ningin.com 2011/09/15
  71. "Super Junior’s Heechul hosts his own radio program for the government"[მკვდარი ბმული] ningin.com 2012/01/26
  72. Super Junior's Heechul to be presented an Award for being an Exemplary Public Service Officer allkpop.com 2013/08