კილინოჩის ოლქი (სინჰალ. කිලිනොච්චි දිස්ත්‍රික්කය, ტამილ. கிளிநொச்சி மாவட்டம்) — შრი-ლანკის 25 ოლქიდან ერთ-ერთი. შედის ჩრდილოეთი პროვინციის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კილინოჩი. ოლქის ფართობია 1 279 კმ².[1] ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 4 დივიზიონად.[2]

ოლქი
კილინოჩის ოლქი
სინჰალ. කිලිනොච්චි දිස්ත්‍රික්කය
ტამილ. கிளிநொச்சி மாவட்டம்
ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
ადმ. ცენტრი Kilinochchi
კოორდინატები 9°25′00″ ჩ. გ. 80°25′00″ ა. გ. / 9.41667° ჩ. გ. 80.41667° ა. გ. / 9.41667; 80.41667
დაარსდა თებერვალი, 1984
ფართობი 1 279 კმ²
მოსახლეობა 112 875 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 88 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+5:30
ოფიციალური საიტი http://www.ds.gov.lk/dist_kilinochchi/english//

მოსახლეობა რედაქტირება

2012 წლის მონაცემებით, ოლქის მოსახლეობა შეადგენს 112 875 ადამიანს.[3] მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ შრი-ლანკის ტამილები.

ოლქის მოსახლეობა, შრი-ლანკის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მცხოვრები მოსახლეობის მსგავსად, დააზარალა სამოქალაქო ომმა, რომელმაც დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.[4] ომის დროს რამდენიმე ასეული ათასი (შესაძლოა ერთი მილიონიც) ტამილი ემიგრაციაში წავიდა ევროპასა და ამერიკაში,[5] ბევრი მათგანი კი გადასახლდა დედაქალაქ კოლომბოში. ქვეყნის სხვა ნაწილებში გადასახლდნენ სხვა ეთნოსთა წარმომადგენლებიც.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. შრი-ლანკის ფართობი პროვინციებისა და ოლქების მიხედვით. Statistical Abstract 2011. აღწერისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, შრი-ლანკა.
  2. Statistical Information 2012. Northern Provincial Council.
  3. A2 : Population by ethnic group according to districts, 2012. Census of Population & Housing, 2011. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-28. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
  4. Up to 100,000 killed in Sri Lanka's civil war: UN. ABC News (Australia) (20 May 2009).
  5. Harrison, Frances (23 July 2003). „Twenty years on - riots that led to war“. BBC News.