ლილე კილაძე

(გადამისამართდა გვერდიდან კილაძე, ლილე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კილაძე.

ლილე გრიგოლის ძე კილაძე (დ. 13 აპრილი, 1928, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 1978, იქვე) — ქართველი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1977).[1] კომპოზიტორ გრიგოლ კილაძის შვილი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1954 წელს წარმატებით დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია პროფესორ ა. გაუკის კლასი და მუშაობა დაიწყო სარატოვის საოპერო თეატრისა და ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად.

1958 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სათავეში ედგა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრს. მისი, როგორც დირიჟორის დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი მსმენელი ეზიარა მსოფლიო უნიკალური ხელოვნების არაერთ ნიმუშს, ქართველ, მათ შორის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

გარდაიცვალა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ორკესტრის საფინალო აკორდისთანავე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 220, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1977_N2. გვ. 8