კიდეგანი
მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
კიდეგანი, კიდეგანა — მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, კიდეგანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ასაზრდოებს მდინარე ასის მარცხენა შენაკადს — ახიელისწყალს. კარული ტიპისაა. ფართობი 0,68 კმ². ფირნის ხაზი გადის ზღვის დონიდან 3490 მ სიმაღლეზე. მყინვარი უკან იხევს წელიწადში საშუალოდ 6,5 მ-ით. 1890-1975 წლებში მყინვარის ფართობი 0,6 კმ²-ით შემცირდა.
კიდეგანი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°40′16″ ჩ. გ. 44°50′31″ ა. გ. / 42.67111° ჩ. გ. 44.84194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
ქედი | კიდეგანის ქედი |
ფართობი | 0,68 კმ² |
ტიპი | კარული |
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 504.