კიანეთის გამოქვაბული

კიანეთის გამოქვაბული — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიანეთში. თარიღდება IV-XVIII საუკუნეებით.

სენაკი კაზრეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, კლდის მასივშია გამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ქვაბული კუთხეებმომრგვალებული სწორკუთხედის ფორმისაა. იატაკი ორსაფეხურიანია, კედლების გასწვრივ კარის ზღურბლის დონეზეა იატაკი, შუაში კი ერთი საფეხურით დადაბლებულია. კუთხეში პატარა ჩაღრმავებაა გაკეთებული, სავარაუდოდ ჭურჭლის ჩასადგმელად. ჭერი გუმბათის იმიტაციისაა. სწორკუთხა კარი დასრულებულია ტიმპანისებრი თავსართით, რომელიც გრეხილი ლილვების მოჩარჩოებით შედგენილი კიდეებგანზიდული წარბით სრულდება. სენაკის წინ ფართო ბაქანია გაკეთებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39380