კვიპროსელი თურქები

კვიპროსელი თურქები (თურქ. Kıbrıs Türkleri) — კვიპროსის ეთნიკურად თურქი მოსახლეობა. შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 20 %-ს. ამ ტერმინით აღინიშნება აბორიგენი კვიპროსელი თურქები და არა თურქეთიდან 1974 წლის შემდეგ ემიგრირებული მოსახლეობა. მათი უმრავლესობა ცხოვრობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.

კვიპროსის დემოგრაფიული რუკა:
ყვითელი - კვიპროსელი ბერძნები,
იისფერი - კვიპროსელი თურქები,
წითელი - დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზები

კვიპროსის ეთნიკური და კულტურული შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 1971 წლიდან, მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო კუნძული. ოსმალებმა კუნძლზე თვიანთი რელიგია და კულტურა მიიტანეს. სულთან სელიმის ბრძანებით კუნძლზე გადასახლდა მცირე აზიის სანაპიროზე მცხოვრები 5 720 თურქი. მათი უმეტესობა ფერმერი იყო. გარდა ამისა, კვიპროსზე ბევრი სამხედრო მოსამსახურეც ჩავიდა, 12 000 ჯარისკაცი, 4 000 მხედარი და 20 000 ყოფილი სამხედრო და მათი ოჯახების წევრები.

თურქი-კვიპროსელების პირველი მნიშვნელოვანი ნაკადი კუნძულზე მოვიდა დიდი ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში (1881-1960 წწ.). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გადაწყდა, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევიდოდა 70 % ბერძენი, ხოლო 30 % თურქი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი, მოსახლეობის მხოლოდ 18 %-ს შეადგენდნენ. 1974 წელს, კვიპროსში თურქების შეჭრის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. თურქების ძირითად საცხოვრებლად ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი იქცა, ხოლო ბერძნებისთვის — სამხრეთი.

ამჟამად კვიპროსელი თურქების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ჩრდილოეთ კვიპროსში (179 000),[1][2] ასევე დიდ ბრიტანეთში (150 000),[3][4] თურქეთში (50,000), ავსტრალიაში (25 000),[5][6] გერმანიაში (10 000), კანადაში (5 000), აშშ-ში (5 000),[7] დაახლოებით 2 500 კვიპროსელი თურქი ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kyriacos kousoulides. CIA Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-02. ციტირების თარიღი: 2015-04-19.
  2. Association of Turkish Cypriots Abroad. ATCA news: National census held on 01/05/06 records a population of 264,172. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-11. ციტირების თარიღი: 2008-07-09.
  3. BBC Your Voice; Turkish today by Viv Edwards
  4. Embassy of the Republic of Turkey in London
  5. Yesterday & Today — Turkish Cypriots Of Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-16. ციტირების თარიღი: 2015-04-19.
  6. Turkish Cypriots seek recognition
  7. Cypriot Americans