კეხვის არხი
სარწყავი არხი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
კეხვის არხი — სარწყავი სისტემა აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. იწყება ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირიდან. მიემართება მდინარის პარალელურად სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ-დასავლეთისკენ, გადადის მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ხეობაში და მთავრდება სოფელ ხეთაგუროვთან. სიგრძე 27 კმ. ექსპლუატაციაშია 1948 წლიდან. რწყავს ჯავის (51 ჰა), ქურთის (1583 ჰა), თიღვისა (2194 ჰა) და გორის (666 ჰა) მუნიციპალიტეტების ბაღ-ვენახებსა და ყანებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 480.