კეტები
კეტები (საკ. სახელი კეტი - სიტყვასიტყვით ადამიანი; რუს. Кеты) - კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ენისეის შუა და ქვემო დინებაში მცხოვრები ხალხი, რუსეთი. რაოდენონა 2002 წლის აღწერით 1494 ადამინია. ლაპარაკობენ კეტურ და რუსულ ენებზე.
ისტორიარედაქტირება
მე-18 საუკუნეში შევიდნენ რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. მისდევდნენ ნადირობას და მეთევზეობას, ჩრდილოეთში მეირმეობას. საბჭოთა პერიოდში კეტები კოლმეურნეობებში გააერთიანეს. ვითარდებოდა მეურნეობის ახალი დარგები - მებაღეობა, სარძეო მესაქონლეობა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კეტები, ეკონომიკური პირობების გაუარესების გამო, ცხოვრების ძველ წესსა და წარმოების ისტორიულ დარგებს დაუბრუნდნენ.
ლიტერატურარედაქტირება
- "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" მე-5 ტომი, გვ. 478.