კერძო საქონელი
კერძო საქონელი ეკონომიკაში განისაზღვრება, როგორც:
- გამორიცხვადი — შესაძლებელია მომხმარებელს ამ საქონლის მოხმარებაში ხელი შევუშალოთ.
- მეტოქეობისუნარიანი — ერთი პიროვნების მიერ ამ საქონლის მოხმარება შეამცირებს მეორე პიროვნებისთვის ამავე საქონლის მოხმარების შესაძლებლობას.
კერძო საქონელი საზოგადოებრივი საქონლის საპირისპიროა, ვინაიდან ის შექმნილია მოგების მიზნით.
კერძო საქონლის მაგალითია პური: თუ ერთი პიროვნება პურს შეჭამს, ამავე პურს სხვა ვეღარ მოიხმარს (მეტოქეობა), და მცხობელს ადვილად შეუძლია უარი განაცხადოს პურის გაყიდვაზე (გამორიცხვადი). ეკონომიკაში საქონელთა უმრავლესობა, პურის მსგავსად, კერძო საქონელია.
ეკონომიკაში საქონელთა დაჯგუფვის ყველაზე გავრცელებული ფორმა მოცემულია ქვედა გრაფაში, ის შედგენილია ორ კითხვაზე გაცემული პასუხების შესაბამისად:
- შეგვიძლია თუ არა ადამიანებს ამ საქონლის მოხმარებაში ხელი შევუშალოთ? ანუ არის თუ არა საქონელი გამორიცხვადი?
- ამცირებს თუ არა ერთი პიროვნების მიერ ამ საქონლის გამოყენება მეორე პიროვნებისთვის მისი გამოყენების შესაძლებლობას? ანუ არის თუ არა საქონელი მეტოქეობისუნარიანი?
მეტოქეობისუნარიანი | არამეტოქეობისუნარიანი | |
გამორიცხვადი | კერძო საქონელი საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები, ავეჯი, მანქანები |
ბუნებრივი მონოპოლიები საკაბელო ტელევიზია |
არაგამორიცხვადი | საერთო რესურსები წყალი, თევზი, გარემო |
საზოგადოებრივი საქონელი სახელმწიფო თავდაცვა, ცოდნა, ჰაერი |