კერნზი[1] (ინგლ. Cairns) — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერით, მოსახლეობა შეადგენს 156 169 ადამიანს[2], მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კერნზის მეთოთხმეტე ადგილი უკავია ავსტრალიის ქალაქებს შორის, მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 320,02 ადამიანს შეადგენს. ქალაქის ფართობია 488 კმ². კერნზი 1707 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 2420 კილომეტრით დაცილებულია მოსაზღვრე შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. ქალაქი დაარსდა 1876 წელს. ქალაქი გაშენებულია მარჯნის ზღვის ნაპირებზე და ის მდებარეობს კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე. ქალაქთან ახლოს მდებარეობს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული კუინზლენდის ტენიანი ტროპიკების ეროვნული პარკი. ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და იანვარი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და შეადგენს 2222.9 მმ-ს.

ქალაქი
კერნზი
ინგლ. Cairns
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი კუინზლენდი
კოორდინატები 16°55′00″ ს. გ. 145°46′00″ ა. გ. / 16.91667° ს. გ. 145.76667° ა. გ. / -16.91667; 145.76667
დაარსდა 1876
ფართობი 488 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 156 169 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 320,02 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+9:30
საფოსტო ინდექსი 4870
ოფიციალური საიტი cairns.qld.gov.au
კერნზი — ავსტრალია
კერნზი
კერნზი — კუინზლენდი
კერნზი

გალერეა რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში, თბ., 1989. — გვ. 90.
  2. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-22. ციტირების თარიღი: 2015-02-18.
  3. Twin cities of Riga. Riga City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2009-07-27.