კერკირის ისტორია
კორკორა (Κόρκυρα) ითვლება კუნძულ სხერიად (Σχερία) (ჰომეროსის ოდისეას მიხედვით), და მის ადრეულ მცხოვრებლებს უწოდებდნენ ფეაკებს. ეჭვგარეშეა, რომ უფრო ადრეულია ვიდრე სირაკუზა, კუნძულზე დასახლდნენ ახალმოსახლეები კორინთოდან და შესაძლებელია უფრო ადრე ემიგრანტები ერიტრეადან.
უძველესი ისტორია
რედაქტირებაკორკირას შესანიშნავმა სავაჭრო პოზიციამ საბერძნეთისა და დასავლეთის გზაზე გამოიწვია სწრაფი ზრდა. ძვ. წ. VII საუკუნეში კორფუს და კორინთოს ფლოტი ჩაება საზღვაო ბრძოლაში , პირველად საბერძნეთის ისტორიაში. ეს ომი დამთავრდა კორკირის დაპყრობით კორინთოელი ტირანის პერიანდრის (Περίανδρος) მიერ. თავიდან პერიანდრმა კორკირას მმართველობა ჩააბარა თავის შვილს ნიკოლაის, მაგრამ ის მოკლული იქნა აჯანყების დროს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ პერიანდრმა კორკირას მმართველად დასვა თავისი ძმისწული პსამეტიხა. პერიანდრის სიკვდილის შემდეგ პსამეტიხა დაბრუნდა კორინთოში და კორკირამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა.
სპარსელების შემოჭრის დროს ძვ. წ. 410 წელს კუნძულზე მობილიზებული იქნა საბერძნეთში რაოდენობით მეორე ფლოტი (60 გემი), მაგრამ მას არ მიუღია მონაწილეობა ბრძოლაში. ძვ. წ. 435 წელს კუნძული ისევ იქნა ჩათრეული კორინთოსთან კონფლიქტში და დასახმარებლად უხმო ათენს. ახალი ალიანსი გახდა ერთ-ერთი ინიციატორი პელოპენესის ომის, რომელშიც კორკირა იყო ათენელების საზღვაო ბაზა. კუნძული ათენელებისათვის პრაქტიკულად დიკარგა ოლიგარქიული ფრაქციის მიერ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობის შემდეგ. ორივე შემთხვევაში სახალხო პარტია იმარჯვებდა და ახორციელებდა ოლიგარქების სისხლიან ხოცვა-ჟლეტას (ძვ. წ. 427 და ძვ. წ. 425). სიცილიის კამპანიის დროს კერკირა ათენელებს ემსახურებოდა, როგორც მომარაგებელი ბაზა. ოლიგარქების მესამე უშედეგო აჯანყების (ძვ. წ. 410) შემდეგ კუნძულმა საბოლოოდ შეწყვიტა ომში მონაწილეობის მიღება. ძვ. წ. 375 წელს ის ისევ შევიდა ათენის საზღვაო კავშირში. ორი წლის შემდეგ სპარტელებმა ალყაში მოაქციეს კუნძული, თუმცა მიუხედავად მიმდებარე მიწების აოხრებისა მან გაუძლო ალყას. ელინისტურ პერიოდში კერკირას რეგულარულად ესხმოდნენ თავს ყველა მხრიდან.
მაკედონიის მეფის კასანდრის მიერ წარუმატებელი ალყის შემდეგ, კუნძული დაიპყრო სპარტელებმა კლეონიმის მეთაურობით (ძვ. წ. 303 წელს); რის შემდეგაც კერკირამ მოიპოვა დამოუკიდებლობა (ძვ. წ. 299 წელს), ამის შემდეგ კვლავ დაიპყრობილი იქნა აგათოკლეს მიერ. აგათოკლემ კორფუ თავის ქალიშვილს ლანასეს პიროსთან ქორწილის დროს მისცა მზითვად. ამის შემდეგ კუნძული გახდა ეპიროსის კავშირის წევრი. კუნძულმა ალექსანდრ II-ს სიკვდილის შემდეგ მოიპოვა დამოუკიდებლობა (ძვ. წ. 255 წელს). ძვ. წ. 229 წელს კუნძული დაიპყრო ილირიელებმა, მაგრამ სწრაფად იქნა დაკავებული რომაელების ფლოტის მიერ და დარჩა რომის ბაზად დაახლობეით ძვ. წ. 189 წლამდე. ამ დროს კორფუს მართავდა პრეფექტი დანიშნული კონსულის მიერ. ძვ. წ. 31 წელს ის ემსახურებოდა ოქტავიანეს ბაზის სახით მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ. რომის იმპერიის საბოლოოდ დაცემის შემდეგ კერკირა დარჩა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, რომელიც მოგვიანებით გახდა ბიზანტია
შუა საუკუნე
რედაქტირებაეპიროსში ქალაქ ნიკოპოლის დაარსების შემდეგ კერკირა ცოტა ხნით ქრება თვალთახედვიდან. სიცილიაში ნორმანების სამეფოსა და იტალიის ფლოტის გაძლიერებისთანავე კერკირა ისევ ხდება თავდასხმის ობიექტი. 1081 — 1085-ში ის ეჭირა რობერტ გვისკარის, 1147 — 1154-ში როჟერ II-ს. ჯვაროსნების მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ბიზანტიაში კუნძული დაიპყრო გენუელებმა (1197—1207), მაგრამ განდევნილი იქნა ვენეციელების მიერ. 1214—1259 წლებში კუნძული ეკუთვნოდა ეპიროსის დესპოტატს. შემდგომში კუნძული ეკუთვნოდა (1267) ნეაპოლიტანიის სამეფოს. კუნძული მუდმივად ექვემდებარებოდა წარმატების მაძიებელთა ხშირ თავდასხმებს , და გადაწყვიტა,(1386) თავისი ბედი მიენდო ვენეციის რესპუბლიკისათვის. 1401 წელს ვენეციის რესპუბლიკამ გამოაცხადა კუნძულის ფორმალური დამოუკიდებლობა.
ვენეციელების მმართველობა
რედაქტირებაკერკირა ეკუთვნოდა ვენეციას დაახლოებით 400 წელი (1401—1797), მაგრამ რამდენიმეჯერ კუნძული დაიპყრო თურქულმა ფლოტმა. თურქებმა ოთხჯერ შემოარტყეს ალყა კერკირას 1537, 1571, 1573 და 1716 წლებში. კორფუ დარჩა საბერძნეთის ერთადერთ ნაწილად, რომელიც არასოდეს არ დაუპყრიათ მუსულმანებს
ოსმალეთის იმპერიის მიერ კუნძულის დაპყრობის მცდელობები დაიწყო 1431 წლიდან, როდესაც თურქული არმია ალი ბეიას მეთაურობით შეიჭრა კუნძულზე, სცადეს ციხის აღება და გაანადგურეს მიმდებარე მიწები, მაგრამ დამარცხდნენ.
პირველი დიდი ალყა დაიწყო 1537 წლის 29 აგვისტოს, როდესაც ოსმალეთის არმია შეიჭრა კუნძულზე, გაძარცვა კუნძული და ტყვეები აიყვანა მონებად. თუმცა მიუხედავად განადგურებული სოფლებისა ქალაქის ციხესიმაგრემ გაუძლო თურქების თორმეტ დღიან შეტევას, რის შემდეგაც თურქები იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ ცუდი შეიარაღების და თურქულ არმიაში ეპიდემიის გავრცელების მიზეზით.
1571 წელს ოსმალების ისევ დაბრუნდნენ. პარგუს და მურტოსის დაპყრობის შემდეგ, მათ შეუტიეს პაკოსოსის. ამის შემდეგ ისინი მიადგნენ კუნძულ კორფუს სამხრეთ სანაპიროს და დაიპყრეს კუნძულის სამხრეთის დაბოლოებიდან აღმოსავლეთის შუა ნაწილამდე. დაპყრობილი ტერიტორია გაძარცვეს, თუმცა ქალაქის ციხესიმაგრემ ისევა გაუძლო შეტევას. აღსანიშნავია ასევე მეორე ციხესიმაგრეც, ანგელოკასტრო(ბერძ. Αγγελόκαστρο означает «ანგელოზის ციხე» ),რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე და მანაც გაუძლო ალყას.
მეორე დიდი ალყა კორფუზე იქნა განხორციელებული თურქეთ-ვენეციის ბოლო ომის დროს (1714—1718). 1715 წელს პელოპონესის დაპყრობის შემდეგ ,ოტომანების ფლოტის გაემართა კორფუსაკენ 1716 8 ივლისს თურქულმა ფლოტმა 33 000 ადამიანით ბუტრინტიდან მიცურა კორფუმდე. იმავე დღეს ვენეციის ფლოტი შეხვდა თურქულ ფლოტს კორფუს ყურეში და დამარცხდა მიმდინარე ბრძოლაში. 19 ივლისს ოსმალეთის არმიამ მიაღწია ქალაქ კერკირამდე და ალყა შემოარტყა მას. მიუხედავად გამუდმებული შეტევისა და მძიმე ბრძოლისა, თურქებმა ვერ შეძლეს ქალაქის დაცვის გატეხვა და იძულებულები გახდნენ 22 დღის შემდეგ მოეხსნათ ალყა.
ვენეციელების პოლიტიკა და ტრადიცია
რედაქტირებაქალაქი კერკირა ძლიერ განსხვადება სხვა ბერძნული ქალაქებისგან თავისი უნიკალური ისტორიით. ბევრი ოჯახი მოსაუბრე ვენეციურ ენაზე სახლდებოდნენ კორფუზე XX საუკუნის მეორე ნახევრამდე.
ვენეციელი მმართველები ატარებდნენ რბილ პოლიტიკას ადგილობრივი ფეოდალების მიმართ. კორფუელებს უფლება ჰქონდათ გამდიდრების, ზეთისხილის მოყვანის, მაგრამ არ ჰქონდათ უფლება კონკურენცია გაეწიათ ვენეციელებისთვის.
კუნძული იყო თავშესაფარი ბერძენი მეცნიერებისთვის და 1732 წელს კუნძულზე დაარსდა პირველი აკადემია თანამედროვე საბერძნეთში. ასევე კორფუზე თავშესაფერს ეძებდნენ იტალიელი ებრაელები.
ვენეციის გავლენა დაეხმარა კუნძულზე ოპერის განვითარებას. პირველად საბერძნეთში კორფუზე დაარსდა ოპერა, სამწუხაროდ ოპერიშ თეატრის შენობა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ იქნა დაბომბილი.
ვენეციელები თავისი ოთხ საუკუნოვანი მმართველობის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდნენ კათოლიციზმს. თუმცა ამჟამად მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია.
XIX საუკუნე
რედაქტირებაკამპო-ფორმიოს ხელშეკრულების მიხედვით (1797) კორფუ გამოეყო რევოლუციურ საფრანგეთს, რომელსაც ის ეკუთვნოდა ორი წელი დეპარტამენტის სტატუსით.ერთობლივი რუსულ-თურქულმა ძალებმა 1799 წელს გააძევეს ფრანგები. მცირე დროით კუნძულ გახდა თვითმმართველი შვიდი კუნძულის რესპუბლიკის დედაქალაქი თურქეთის სულთანის პროტექტორატის ქვეშ. 1807 წელს ტილზიტის ხელშეკრულების მიხედვით ძალაუფლება კვლავ გადაეცა საფრანგეთს. 1809 წელს ის დაამხო ბრიტანეთის ფლოტმა, რომელმაც დაიპყრო დანარჩენი იონიის კუნძულები. 1864 წლის 29 მარტს დიდი ბრიტანეთის, [[საბერძნეთი]ს], საფრანგეთის და რუსეთის მიერ გაფორმდა ლონდონის ხელშეკრულება საბერძნეთის სუვერენიტეტის გადაცემის შესახებ. 1864 28 მაისს უმაღლესი კომისარის მხარდაჭერით იონიის კუნძულები გადფაეცა საბერძნეთს.
პირველი მსოფლიო ომი
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის დროს კუნძული იქცა სერბული არმიის თავშესაფრად. მათი იქ ყოფნის განმავლობაში ბევრი სერბი ჯარისკაცი გარდაიცვალა დაღლილობისგან, შიმშილისგან და ავადმყოფობისგან. მათი უმრავლესობა დაკრძალულია ზღვაში კუნძულ ვიდოსთან ახლოს, სადაც აღმართულია მადლიერბის მემორიალი ბერძენი ხალხის მიმართ სერბი ხალხისაგან.
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებაიტალია-საბერძნეთის ომის მსვლელობის დროს1941 წელს კუნძული კორფუ დაპყრობილი იქნა იტალიელების მიერ. ისინი მართავდნენ იონიის კუნძულებს საბერძნეთისგან დამოუკიდებლად 1943 წლამდე. კორფუ ბენიტო მუსოლინის გეგმის დიდი იტალიის მიხედვით იქცა იტალიის სამეფოს ნაწილად.მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მე-10 ქვეითთა დივიზიას, რომელიც შედგებოდა ძირითადად კორფუელი ჯარისკაცებისაგან, ჰქონდა დავალება დაეცვათ კუნძული. დივიზიამ მიიღო «ლატციდესის» ოპერაციაში მონაწილეობა, რომელიც იყო გმირული მაგრამუშედეგო ცდა იტალიის არმიის დამარცხების. 1941 წლის ნოემბრის პირველ კვირა დღეს, ყველა უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მიიღეს მონაწილეობა სტუდენტურ პროტესტში ოკუპანტების წინააღმდეგ. შედეგად ბევრი კორფუელი გადავიდნენ ეპიროსში და წავიდნენ პარტიზანებში.
იტალიური ფაშიზმის დაცემის შემდეგ, 1943 14 სექტემბერს კორფუ დაიბომბა გერმანიის საჰაერო ძალების მიერ. იტალიელები ჩაბარდნენ და კუნძული ოკუპირებული იქნა მესამე რაიხის მიერ. კორფუს მერი კოლასი იყო კოლაბორაციონისტი და მიიღო რამდენიმე ანტისემიტური ნაცისტური კანონი.როდესაც მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერაცია «ნეპტუნი», გესტაპომ ქალაქის ებრაელები დააპატიმრა ქალაქის ძველ ციხეში და 1944 წლის 10 ივნისს გაგზავნა ოსვენციმში, სადაც ყველა დაიღუპა.
კორფუ განთავისუფლებული იქნა ბრიტანული არმიის მიერ 1944 წლის 14 ოქტომბერს.
თანამედროვე კორფუ
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორფუს ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა დატოვა კუნძული და და საცხოვრებლად გადავიდა ქვეყნის სხვა რეგიონებში. 1956 წელს მარია დესილა კაპოდისტრია არჩეული იქნა ქალაქის მერად და გახდა პირველი მერი ქალი საბერძნეთში. ბერძნული რადიოსადგური კორფუზე 1957 წელს გამოჩნდა, ხოლო ტელევიზია 1960 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება[1] დაარქივებული 2011-06-25 საიტზე Wayback Machine.