იმპერატორი კენძო (იაპონ. 顕宗天皇;) (დ. 450 — გ. 487) — იაპონიის 23-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[3] იმპერატორი ქვეყანას 2 წელი მართავდა.

იმპერატორი კენძო
顕宗天皇
იაპონიის 23-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 485
მმართ. დასასრული: 487[1]
წინამორბედი: სეინეი
მემკვიდრე: ნინკენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 450
გარდ. თარიღი: 487 (37 წლის)
მამა: კენდი ოკა

ლეგენდარული ამბები რედაქტირება

პრინცი ოკა, რომელიც მოგვიანებით იმპერატორი კენძო გახდა, იმპერატორ რიტიუს შვილიშვილი და იტინობე ნო ოსივას შვილი იყო.[4] ოკა ძალიან პატარა იქნებოდა მაშინ, როდესაც იმპერატორმა იურიაკუმ სანადირო ექსპედიციის დროს მოკლა. სწორედ ამან განაპირობა პრინცი ოკეს და მისი უფროსი ძმის, ოკას გაქცევა. მათ თავი ჰარიმას პროვინციის ქალაქ აკასის შეაფარეს.

მას შემდეგ, რაც იმპერატორი იურიაკუ მისმა შვილმა, სეინეიმ ჩაანაცვლა, იმპერატორმა ძმები სამეფო კარზე იხმო და ისინი თავიან შვილებად და მემკვიდრებად გამოაცხადა. სეინეის გარდაცვალების შემდეგ, რადგანაც მას მემკვიდრე არ ჰყავდა 2 ძმიდან ერთ-ერთი უნდა ასულიყო ტახტზე. ოკას უნდოდა, რომ მისი უფროსი ძმა გამხდარიყო იმპერატორი, მაგრამ ოკე უარზე იყო. სამეფო კარის უხუცესმა ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა ასულიყო ტახტზე, მაგრამ საბოლოოდ ოკემ თავისი პოზიცია არ დათმო. ამიტომ ტახტზე პრინცი ოკა ავიდა, რომელიც იმპერატორი კენძო გახდა.

კენძო ქვეყანას V საუკუნის ბოლოს მართავდა, მაგრამ მის შესახებ ძალიან მცირე რამ არის ცნობილი. დღესდღეობით არასაკმარისი რესურსია, იმისათვის, რომ შეისწავლონ მისი მმართველობის წლები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. Murray, David. (1906). Japan, p. 102. Google წიგნებში