კეი ბეილი ჰატჩინსონი

კეი ბეილი ჰატჩინსონი (ინგლ. Kay Bailey Hutchison, დაბადებით კეტრინ ენ ბეილი ინგლ. Kathryn Ann Bailey; დ. 22 ივლისი 1943, გალვესტონი, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში 2017 წლის 28 აგვისტოდან. აშშ-ის სენატის წევრი ტეხასის შტატიდან 1993—2013 წლებში, რესპუბლიკური პარტიის წევრი.

კეი ბეილი ჰატჩინსონი
Kay Bailey Hutchison
კეი ბეილი ჰატჩინსონი Kay Bailey Hutchison
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა28 აგვისტო, 2017
პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი
წინამორბედიდაგლას ლიუტი

აშშ-ის სენატორი ტეხასის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივნისი, 1993 – 3 იანვარი, 2013
წინამორბედირობერტ კრიუგერი
მემკვიდრეტედ კრუზი

დაბადებული22 ივლისი, 1943
გალვესტონი, ტეხასი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლერეი ჰატჩინსონი
განათლებატეხასის უნივერსიტეტი ოსტინში
რელიგიაანგლიკანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეი ბეილი ჰატჩინსონი დაიბადა 1943 წლის 22 ივლისს გალვესტონში, ტეხასის შტატი[1]. იგი გაიზარდა და დაასრულა გალვესტონის ახლოს მდებარე ქალაქ ლა-მარკის საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ოსტინში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტში, რომელიც 1967 წელს დაასრულა[1].

1972 წლიდან 1976 წლამდე იყო ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 1976 წლიდან 1978 წლამდე ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია[1].

1982 წელს მონაწილეობა მიიღო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ტეხასის მესამე ოლქიდან, მაგრამ პრაიმერიზში წააგო სტივ ბარტლეტთან. 1990 წლიდან 1993 წლამდ იყო ტეხასის შტატის ხაზინადარი[1].

1993 წელს ტეხასიდან აშშ-ის სენატში გათავისუფლდა ადგილი, რადგან წინა სენატორმა ლოიდ ბენტსენმა მიიღო შეთავაზება დაეკავებინა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. მის დროებით შემცვლელად დანიშნეს დემოკრატი რობერტ კრიუგერი, მაგრამ გაიმართა არჩევნები, რათა გადაეწყვიტათ ვინ დაიკავებდა სენატორის ადგილს წინა სენატორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

ვადამდელი არჩევნები გაიმართა 1993 წლის 6 ივნისს. კანდიდატები იყვნენ რობერტ კრიუგერი (დემოკრატიული პარტია) და კეი ბეილ ჰატჩინსონი (რესპუბლიკური პარტია). გაიმარჯვა ჰატჩინსონმა და მიიღო ამომრჩეველთა ხმების 67,34 %[2]. ამრიგად, იგი გახდა პირველი ქალი სენატორი ტეხასის შტატიდან. სენატორის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 1993 წლის 14 ივნისიდან[3].

ჰატჩინსონი აღნიშნულ თანამდებობაზე კიდევ სამჯერ აირჩიეს 1994, 2000 და 2006 წლებში. 2012 წლის არჩევნებში მას მონაწილეობა არ მიუღია და მის შემცვლელად აირჩიეს ტედ კრუზი[4], ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად კეი ბეილ ჰატჩინსონი შეცვალა 2013 წლის 3 იანვარს.

2013 წლის თებერვლიდან კეი ბეილი ჰატჩინსონი მუშაობს დალასში მდებარე იურიდიული ფირმის Bracewell & Giuliani-ის უფროს ადვოკატად[5].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კეი ბეილ ჰატჩინსონი 1982 წელს მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა დალასელ პროკურორსა და პოლიტიკოსს რეი ჰატჩინსონს (მისი პირველი ქორწინება მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა 1967 წლიდან 1969 წლამდე)[6].

ჰატჩისნონების წყვილს შეეძნათ 2 შვილი (ჰიუსტონ ტეილორი და კეტრინ ბეილი), გარდა ამისა რეი ჰატჩინსონს ჰყავს ორი შვილი წინა ქორწინებიდან ბრენდა და ჯულია[7].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Hutchison, Kathryn Ann Bailey (Kay) (HTML). Biographical Directory of the United States Congress — bioguide.congress.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 31.08.2012.
  2. TX US Senate - Special Runoff (HTML). www.ourcampaigns.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.
  3. Hutchison, Kay Bailey (HTML). www.ourcampaigns.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.
  4. Jay Root. (November 6, 2012) Ted Cruz Easily Wins U.S. Senate Race (HTML). The Texas Tribune — www.texastribune.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-12. ციტირების თარიღი: 28.12.2012.
  5. Kay Bailey Hutchison joins Bracewell & Giuliani as senior counsel (HTML). The Dallas Morning News, www.dallasnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-06. ციტირების თარიღი: 03.04.2013.
  6. Index to Politicians: Hutchison to Hyche (HTML). politicalgraveyard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.
  7. Kay Bailey Hutchison (HTML). www.nndb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.